პირველად ბოლო 26 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროტურნირების გარეშე დარჩა. პრემიერ-ლიგის უკანასკნელ ტურში "წითლებმა" კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარეს და სეზონი "წმინდანებთან" ფრით დაასრულეს.
"საუთჰემპტონს" მხოლოდ ერთი ცვლილება ჰქონდა წინა მატჩთან შედარებით - რიკი ლამბერტი დადგა ძირითადში სემ გალაჰერის ნაცვლად.
რაც შეეხევა "იუნაიტედს", განაცხადში არ იყო რაიან გიგზი, უკანასკნელად მოირგო კაპიტნის სამკლაური ნემანია ვიდიჩმა და თავდასხმის დუეტი რობინ ვან პერსიმ და დენი ველბეკმა შეადგინეს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უკანასკნელ ტურამდე ჰქონდა შანსი ევროპის ლიგაზე გასულიყო, მაგრამ "ტოტენჰემის" დამაჯერებელმა გამარჯვებამ შანსები ნულის ტოლი გახადა. "წითელი ეშმაკები" პირველად დარჩნენ ევროტურნირების გარეშე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.
სიახლეები, ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.