"იუნაიტედმა" ერთი ქულა აიღო "სენტ მერი სთეიდიუმზე". პირველი გოლი "სოტონის" ფორვარდმა, რიკი ლამბერტმა გაიტანა, მანჩესტერელთაგან თავი ხუან მატამ გამოიჩინა. მატჩის შემდეგ რაიან გიგზმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებმაც გრძელი გზა გაიარეს რათა საყვარელი კლუბისთვის ექომაგათ.
"ჩვენ ძალიან ცუდი სეზონი ჩავატარეთ, მაგრამ მისი ბოლო ნაწილით მაინც ვისიამოვნე. ფეხბურთელები და ფანები ფანტასტიურები იყვნენ. არ მსურდა მატჩი დასრულებულიყო. "საუტჰემპტონი" პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდა, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ მოგებას ვიმსახურებდით. დღეს მე ამაყი ვარ. ფანები მთელი სეზონის განვმალობაში მხარს გვიჭერდნენ. გამონაკლისი არც დღეს ყოფილა. ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ისინი იღბლიანები არიან, რადგან წინა წლებში ყოველთვის ვიმარჯვებდით, მაგრამ ეს სეზონი ჩვენი არ იყო. როგორც ადრე ვთქვი, შემდეგ წელს ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით. "
გიგზმა გატანილ გოლებზეც ისაუბრა:"გამოჩნდა, რომ ლამბერტმა ვიდიჩს იდაყვი ჩაარტყა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯარიმა იყო და ამის გამო გავბრაზდი კიდეც. ჩემი აზრით, როდესაც ფეხბურთელი ასეთ ტრავმას იღებს, თამაში უნდა შეჩერდეს. ხუანის ჯარიმა შესანიშნავი იყო. მასზე ვერაფერს ვიტყვი. ის დარტყმებზე მატჩის წინაც ვარჯიშობდა. "