"წითელმა არმიამ" "ენფილდზე" შეკრებილ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ შეახსენა...
დღეს პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. დაპირისპირება "იუნაიტედის" და "ლივერპულის" ფანებს შორის კი ტრადიციად რჩება. ამჯერად, "ნიუკასლთან" მატჩის პირველ ტაიმში, "ენფილდს" თვითმფრინავმა გადაუფრინა ბანერით UNITED 20 - GERRARD 0. ციფრები ინგლისის ჩემპიონატის ტიტულის რაოდენობას აღნიშნავს.
"ბანერების ომი" სათავეს 1994 წლიდან იღებს. მაშინ "ლივერპულის" ფანებმა გამოფინეს ბანერი, სადაც ისინი კანტონას ემშვიდობებოდნენ და "იუნაიტედის" ფანებს ეუბნებოდნენ, რომ დაბრუნებულიყვნენ, როცა 18 ტიტული ექნებოდათ.
სკაუზერებს დაცინვა მალევე არა, მაგრამ ადრე თუ გვიან უკან დაუბრუნდათ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2009 წელს მოიგო პრემიერ ლიგა და 15 წლის შემდეგ, "იუნაიტედის" ფანებმა მათ პასუხი გასცეს. ბანერი "ენფილდზე" შეიტანეს, სადაც ეწერა: "თქვენ თქვით, რომ დავბრუნებულიყავით, როცა გვექნებოდათ 18. ჩვენ დავბრუნდით"
გავიდა კიდევ 2 წელი და "ენფილდი" კიდევ ერთმა ბანერმა დაამშვენა. 19 Times - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეცხრამეტედ მოიგო ჩემპიონატი და ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახდა
აქ კი "იუნაიტედის" ფანები მათ ეუბნებიან, რომ თავად დაბრუნდნენ, როცა 19 ტიტული ექნებათ.
2012/13 სეზონში "იუნაიტედი" მეოცედ დაეუფლა ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს. ამავე შინაარსის არაერთი ბანერი გამოიფინა სხვადასხვა სტადიონებზე."ბანერების ომი" კვლავ გრძელდება, ეს კი ჯერ-ჯერობით ბოლო სიურპრიზია "იუნაიტედის" ფანებისგან.