"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ ძალიან ენატრება სერ ალექსი. "მე მენატრება ის დრო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის საოცარი პერსონაა და ბრწყინვალე ადამიანი. მან ბევრი რამ მასწავლა. მე მას ჩემს მეორე მამად ვთვლი და ეს ნათქვამიც მაქვს".
კრიშტიანომ აღიარა, რომ ძალიან ნერვიულობს სერ ალექსის ჯანმრთელობის შესახებ. სერ ალექსი ახლაც და იმედია კიდევ დიდხანს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. "ვფიქრობ მას ძალიან ურთულებს საქმეს მისი ჯანმრთელობა.
ზოგჯერ არარეალურად მიმაჩნია ის, რომ ფერგი ჯერ კიდევ "იუნაიტედს" თავკაცობს. ამან შეიძლება მის გულზე იმოქმედოს. მაგრამ ის ძველებურად ძალიან ძლიერი ადამიანია. ის არ შეცვლილა იმ დროიდან, როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს" - დაასრულა კრიშტიანომ.