თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2014, 16:37
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1770,
კომენტარები: 4
უელბეკი არ იყიდება
გიგზის თქმით, "იუნაიტედი" დანი უელბეკის გაშვებას არ აპირებს
უელბეკი არ იყიდება
რაიან გიგზმა გავრცელებული ჭორები უარყო და დაადასტურა, რომ დანი უელბეკის გაყიდვას "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს.

დანის კარიერა ციფრებში არც ისე წარმატებულია, რამაც მედია კლუბიდან მის შესაძლო წასვლაზე აალაპარაკა. ინგლისელმა "იუნაიტედის" მაისურით 138 მატჩი ჩაატარა და სულ 29 გოლი გაიტანა. 23 წლის თავდამსხმელის ბედს "არსენალს" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ, მაგრამ გიგზმა ყველანაირი ჭორი უარყო.
"კლუბი მას არ გაყიდის. "ჰალთან" მატში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ხელშეწყობა ჩვენი კლუბის ისტორიისა და კულტურის ნაწილია. არ გვინდა ისეთი ფეხბურთელი დავკარგოთ, როგორიც დანი უელბეკია. ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა, ის ხომ "იუნაიტედში" ცხრა წლის ასაკიდან იმყოფება." - განაცხადა გიგზმა.

გიგზმა ასევე დაადასტურა, რომ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვარდთან პოტენციურ საზაფხულო ტრანსფერებს ხშირად განიხილავს.
"ედი ხშირად მეკითხება: 'ამაზე რას ფიქრობ? ეს როგორი ვარიანტია?'. სწორედ ეს არის ჩემი სამუშაოს ნაწილი." - დაასრულა გიგზმა.


უელბეკი მიმდინარე სეზონში
ჩატარებული მატჩი: 27
გოლი: 13
ასისტი: 2
ყვითელი ბარათი: 3
წითელი ბარათი: 0


წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
11 მაი 2014 16:46
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საჭირო კაცია დენი! უინგერადაც შეუძლია თამაში და ფორვარდადაც. წელს მშვენიერი სეზონი ქონდა. იმის მიუხედავად რო ზამენის ფეხბურთელია 13 გოლის გატანა შეძლო!
0
№2
ავტორი: love united
11 მაი 2014 17:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
შანსი არაა,უელბეკი არ უნდა გავუშვათ. თან თვითონაც არანაირი პრეტენზია არ აქვს,ჩვენი აკადემიის აღზრდილია,ყოველთვის ბოლომდე იხაჯრება. მშვენიერი მოთამაშეა სკამისთვის.
0
№3
ავტორი: Jubo
11 მაი 2014 17:23
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყველაფერს იდეალურად აკეთებს დაბოლოვება არ უვარგა, მომენტებს ვერ იყენებს ბოლო მომენტში. დაიხვეწება და ბევრს მიაღწევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Manchester_M
11 მაი 2014 17:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ ვითარებაში ამის გაშვება იქნება ძან ცუდი :X ამიტომ დენი უნდა დარჩეს !!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top