Sky Sports-ის ცნობით, "ინტერი" პატრის ევრასთვის ბრძოლაში ფავორიტია. პატრისს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ახალი ხელშეკრულებაზე კი ჯერ საუბარი არ არის. ამავდროულად, "იუნაიტედს" უკავშირებენ "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველ ლუკ შოუს - ახალგაზრდა მცველი 32 წლის ევრას შემცვლელად მოიაზრება. "ინტერთან" ერთად, ფრანგით დაინტერესებული "მონაკოცაა", პატრისის ყოფილი გუნდი. სერია ა-ში იმედგაცრუებული სეზონის შემდეგ "ინტერს" ევრას გამოცდილება წარმატების გასაღებად მიაჩნია. მოგეხსენებათ, ნემანია ვიდიჩი უკვე შეუთანხმდა იტალიელებს კონტრაქტზე, ასე რომ, ევრას იტალიაში გადასვლის შემთხვევაში, ისინი კვლავ ერთი გუნდის მაისურით ითამაშებენ. ევრა "მონაკოდან" "ოლდ ტრაფორდზე" 2006 წელს გადავიდა და მას შემდეგ, "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის მტკიცე წევრად იქცა.