თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2014, 16:14
ავტორი: love united,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 8
ზაჰა: "მოიესი არ მენდობოდა"
უილფრიდ ზაჰა "იუნაიტედში" თამაშს აპირებს
ზაჰა:
უილფრიდ ზაჰა იმედოვნებს, რომ შეძლებს "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხის მოკიდებას. "წითლების" ყოფილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი მას არ ენდობოდა. ვინგერმა პრემიერ ლიგაში მოიესის ხელმძღვანელობით მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ზამთარში კი იჯარით "კარდიფს" მიაშურა. რაჰიმ სტერლინგისა და ბრენდან როჯერსის შემხედვარე, ზაჰა იმედოვნებს, რომ ახალი მწვრთნელი მას მისცემს შანს.

"მე სერ ალექს ფერგიუსონმა შემიძინა და ველოდი, რომ ის იქნებოდა ჩემი მწვრთნელი. შემდეგ მოიესი მოვიდა და მას უწევდა გამოცდილი ფეხბურთელების ძირითადში დაყენება. ხშირად სათადარიგოზეც კი ვერ ვხვდებოდი, რაც ძალიან რთული იყო ჩემთვის. ყველა ფეხბურთელს სჭირდება მწვრთნელის მხრიდან ნდობა და შანსის მიცემა.

ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ მაქვს მომავალი ამ კლუბში. სეზონისთვის მოსამზადებელ ტურნეზე წავალ და ყველაფერს გავაკეთებ. მწვრთნელი (მოიესი) რომ დარჩენილიყო, არამგონია ასე მომხდარიყო.
ის რომ არ წასულიყო, სხვა კლუბების შემოთავაზების განხილვა მომიწევდა. "იუნაიტედთან" ახლა 4 წლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს."


ზაჰამ მოიესის შვილსზე გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა. ინგლისური გაზეთების თქმით, ვილფრიდსა და დევიდის შვილს რომანი ჰქონდათ.
"თვითერზე ბევრი ჭორი იწერებოდა ჩემზე და მოიესის შვილზე. ეს უცნაური იყო. ძალიან მაღიზიანებდა ასეთი სისულელეები. მე ხომ მას ერთხელაც არ შევხვედრილვარ."
ზაჰა: "მოიესი არ მენდობოდა"

უილფრიდმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა ჩემპიონატში


ზაჰა: "მოიესი არ მენდობოდა"

ზაჰას სურს ისევე ენდობოდეს მწვრთნელი, როგორც როჯერსი ენდობა სტერლინგს


"რაჰიმ სტერლინგს რთული პერიოდი ჰქონდა "ლივერპულში" და მის იჯარით გაშვებაზეც ფიქრობდნენ, მაგრამ ბრენდან როჯერსმა მას სრული ნდობა გამოუცხადა. ახლა სტერლინგი "ლივერპულის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. "

ზაჰა "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასისგან" შეიძინა წინა წელს.

ზაჰა: "მოიესი არ მენდობოდა"

ზაჰა წინა კვირას "სელჰარსტ პაკრს" სტუმრობდა


წყარო:dailymail
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: love united
11 მაი 2014 16:15
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არადა როგორ მეიმედებოდა ამის. ეხლა კიდე კარდიფში ვერ თამაშობს ძირითადში derpwhy
0
№2
ავტორი: Manchester_M
11 მაი 2014 16:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დააბრუნეთ ეს ბიჭი და მიეცით შანსი იანგს 100 თავით აჯობებს მე ვარ მაგის უვერენი :D
0
№3
ავტორი: Macklemore
11 მაი 2014 16:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ისეთი მწვრთნელი ჭირდება, რომელმაც იცის ახალგაზრდებთან მუშაობა. ვან გაალი ამასაც მაგრად აათამაშებს. უნარი როაქ ვიცით, უბრალოდ თვითდაჯერება აკლია. ერთ დროს რაუქნა მანჩესტერს არ გახსოვთ?? :D ფერგი არ შემცდარა როცა ეს იყიდა.
0
№4
ავტორი: Jubo
11 მაი 2014 16:54
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარდიფში ბევრი ვერაფერი ქნა, ხშირად აძლევდა ოლე შანსს. არ ვიცი რა, მომკალით და თავიდანვე არ მქონდა ამის იმედი. არც ახლა მაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: kOsTiA
11 მაი 2014 16:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მაგარი ფეხბურთელია....იმედი მაქვს დაიბრუნებს მანჩესტერი. აქვს რაღაც
0
№6
ავტორი: chudikone
11 მაი 2014 17:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნანი და ზაჰა ძირითადში ! ორივე იტყვის თავის სათქმელს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: nikusha1999
11 მაი 2014 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
kagawa youngi da valensia gaushvan,es da lindgardi daibrunon
0
№8
ავტორი: red devil
12 მაი 2014 08:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კარდიფშიც რო ვერ თამაშობდა ეგ არის უბედურება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top