"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" მზად არიან ერთმანეთს სატრანსფერო პერიოდის დროს შეერკინონ, მათი მთავარი მიზანი კი ადლი რამის შეძენა იქნება.
28 წლის ცენტრალური მცველი "მილანს" ამ სეზონში შეუერთდა და იტალიურ საფეხბურთო სტილსაც მშვენივრად მოერგო. თუმცა, სპორტული გამოცემა Tuttosport წერს, რომ "მილანი" მზად არის გაყიდოს ადილ რამი, მთავარი მიზეზი კი კლუბში სხვა მცველების მოყვანაა.
ინგლისური გრანდები კი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რამი შეიძინონ. ცნობილია, რომ "მილანი" 28 წლის მცველს ბრაზილიელი ალექსით ჩაანაცვლებს.