რიო ფერდინანდმა, რომელიც წინა კვირას 34 წლის გახდა განაცხადა, რომ ფულზე მეტად მნიშვნელოვანი მედლებია. რომლისათვის გუნდი და ფეხბურთელი, სეზონიდან სეზონამდე იბრძვის, რომ დაიმსახუროს რაიმე მედალი. რიოს არაერთი "პრემიერ ლიგის" მედალი აქვს, თუმცა მისი თქმით "პრემიერ ლიგის" და "ჩემპიონთა ლიგის" მედლის ერთ წელს აღების სიხარული წარმოუდგენლად, უსაზღვროა. "ხალხი საუბრობს ფულის შესახებ, ისინი ყიდულობენ ახალ ფეხბურთელებს, ქირაობენ ძვირად ღირებულ მწვრთნელებს, თუმცა ფული ვერაფერს შეცვლის, მთავარია სურვილი და წვდომა მედლისადმი." განაცხადა რიომ. "არ აქვს მნიშვნელობა რა თანხა გექნება კარიერის ბოლოს, მთავარია გააკეთო მეტი და დაგაფასონ მეტად." - რიო. "თუ შენ იგებ თამაშს და ეს გრძელდება მთელი სეზონი, მაშინ ეს ყველაფერი შენთვის სასიამოვნო ხდება და კვლავ ვიმეორებ, რომ ფული არაფერია" - რიო. რაიან გიგზის, პოლ სკოულზის და რიო ფერდინანდის მელდების კოლექცია, გაცილებით მეტია, ვიდრე ბევრი ევროპული გრანდისა. რიომ ისაუბრა, მომდევნო მატჩზე "ნორვიჩთან", ასევე მთლიან სეზონზე, განვლილზე და განსავლელზე და განაცხადა, რომ მას იმედი აქვს წელს ყველაფერს მოიგებს რაც შესაძლებელია. მას შემდეგ რაც რიო აღარაა "ინგლისის" ნაკრებში, მას მეტი დასასვენებელი დრო აქვს და როგორც მას, ასევე მთელს გუნდს იმედი აქვს, რომ ის ითამაშებს უმაღლეს დონეზე. "ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს გასვილითი მატჩების თამაში, რადგან ამოცანა 1-2ად რთულდება." განაცხადა რიომ "სქაისპორტთან" მიცემულ ინტერვიუში. "კარგი შემტევი ხაზი, კარგი ნახევარი და კარგი დაცვა, ამავდროულად საუკეთესო მენეჯერი და ამ ყველაფერის ერთობლიობა ქმნის "იუნაიტედს" დიდებულს." დაამთავრა რიო ფერდინანდმა, ინტერვიუ."
წყარო: SkySports.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.