"იუნაიტედის" ექს ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც რაიან გიგზს ეძღვნებოდა.
40 წლის რაიან გიგზს ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი. "რეალის" ლიდერი, რონალდუ გვერდში ამოუდგა გიგზს და თავისი facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც უელსელს ეძღვნებოდა.
"ჩეთვის დიდი პატივი იყო რაიანთან თამაში "მანჩესტერ იუნაიტედში", ყოველთვის მემახსოვრება ეს. აღფრთოვანებული ვიყავი, როცა 18 წლიდან ვთამაშობდი რაიანთან ერთად ერთ გუნდში. მე ბევრი რამ ვისწავლე მისგან. გიგზი კარგი ადამიანი და ძლიერი ფეხბურთელია",-განაცხადა პორტუგალიელმა.