თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2014, 02:15
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 9
არველაძე: "გიგზი ვან გაალისთვის შესანიშნავი ასისტენტი იქნებოდა"
შოთა არველაძის აზრით, ვან გაალის ასისტენტად გიგზი უნდა დაინიშნოს
არველაძე:
შოთა არველაძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად ვან გაალი დაინიშნება, მისი ასისტენტობისთვის გიგზი საუკეთესო კანდიდატურა იქნება. შოთამ talkSPORT-თან ინტერვიუში ლუისთან გატარებული დრო გაიხსენა, როცა ჰოლანდიელი სამწვრთნელო შტაბში კლუბისთვის ნაცნობ სპეციალისტებს იყვანდა. მისი აზრით, გამონაკლისი არც ამჯერად იქნება.
„ვან გაალს მოსწონს ხალხი, რომელიც კლუბს იცნობს. ის ყოველთვის პატივს სცემს პიროვნებებს, რომლებმაც ბევრი იციან გუნდზე და შეუძლიათ მას დაეხმარნონ ისე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო. როგორც იცით, ჯერ მოთამაშე ვიყავი, შემდეგ კი მისი ასისტენტი. ლუისი ჩემამდეც ასე ირჩევდა თანაშემწეებს.
არ ვიცი რას ფიქრობს რაიან გიგზი ამაზე, მაგრამ ჩემი აზრით, ის ვან გაალისთვის შესანიშნავი დამხმარე იქნებოდა, განსაკუთრებით ფეხბურთელებთან ურთიერთობისთვის. გიგზის "მანჩესტერ იუნაიტედში" მოპოვებული გამოცდილების გათვალისწინებით, ის მთავარ მწვრთნელს ბევრად უფრო მეტ დახმარებას გაუწევს, ვიდრე ახალი სახე."
- განაცხადა შოთა არველაძემ.

წყარო: talksport.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
10 მაი 2014 07:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეგ აზრი მეც გამოვთქვი და ჩემზე რატო არ დაწერეთ სტატია :D
0
№2
ავტორი: Best 7
10 მაი 2014 09:30
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შოთა მოდი შენც:D
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2014 09:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
წამოვალთ ინტერვიუს ასაღებად.

რას არ ველოდი ამ საიტზე და რომელიმე ქართველი თუ გამოთქვამდა რამე აზრს ვერ წარმოვიდგენდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ლადო
10 მაი 2014 10:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კარგად იცნობს ვან გაალს და ძალიან კარგია თუ ასეა
0
№5
ავტორი: Manchester_M
10 მაი 2014 10:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რომელ კლუბში მუშაობდნენ ესენი ერთად ხომ არ იცით ?
ახლა შოთა კასიმპაშას მწვრთვნელია ხო ?
0
№6
ავტორი: kOsTiA
10 მაი 2014 11:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Manchester_M,
აიაქსში ალბათ.
0
№7
ავტორი: makaveli
10 მაი 2014 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
kOsTiA,
არა ალკმაარში ძმა
0
№8
ავტორი: Jubo
10 მაი 2014 12:47
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Manchester_M,
ალკმაარში იყვნენ ერთად 2 წელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: GeorgeBest
10 მაი 2014 14:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი კაცი ხარ შოთი, იმედია დატოვებს გიგგზს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top