თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2014, 21:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1563,
კომენტარები: 5
"მომდევნო სეზონში მანჩესტერი კლვავ "წითელი" იქნება"
სერ ბობი ჩარლტონს მომავლის სჯერა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი თვლის, რომ მისი საყვარელი კლუბის მომავალ წელს მეზობლებს აჯობებს.

მაშინ როცა "იუნაიტედმა" სეზონი ჩააგდო, "ქალაქელები" ერთი ნაბიჯით არიან დაშორებულნი ჩემპიონის ტიტულს, ხოლო მარტში ლიგის თასსაც დაეუფლნენ.

თუმცა ჩარლტონი, რომელიც "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდია თვლის, რომ ძალთა ბალანსი მომდევნო წელს "წითლების" მხარეს გადაიხრება.

"ძალიან საინტერესო სეზონი გამოდგა. ყველაფერი გავაკეთეთ, მწვრთნელი შევცვალეთ, მაგრამ ამ სვლამ არ გაამართლა. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ მომდევნო წელს კვლავ ნომერი პირველი ვიქნებით მანჩესტერში"

"მოუთმენლად ველოდები მომდევნო წელს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის ცნობილი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებით. ჩვენ ყოველთვის პირველობა გვსურს. ფანტასტიკური კლუბი გვყავს და როცა ის ამოქმედდება, მისი შეჩერება შეუძლებელია."
- ციტირებს ბობის სიტყვებს Daily Mail.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
9 მაი 2014 21:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მომავალ წელს ეპლს ვიგებთ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგას :D მიდით ბიჭებო :D
0
№2
ავტორი: Jubo
9 მაი 2014 21:54
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვუყურებდი გუშინ, ყველაზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა ბობის, როგორც ყოველთვის love ვან გაალი მოვიდეს, როისი და კროოსი გამოიყოლოს, გიგზი ასისტენტად დაისვას, მოიესს 1-2 კოჭლიც მივაყოლოთ და საქმეა რა აღარაფერი დაგვაკლდება ჩემპიონობამდე derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: GeorgeBest
9 მაი 2014 23:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგარი კაცი love
0
№4
ავტორი: red devil
10 მაი 2014 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს ტყუილად არ იტყოდა მაგას და რადგან თქვა ესეიგი ეგრეც იქნება
0
№5
ავტორი: Best 7
10 მაი 2014 09:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სიტის გავაპანღურებთ!":D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top