"იუნაიტედი" და "არსენალი" "რომას" 23 წლის თავდამსხმელით მატია დესტროთი არიან დაინტერესებულნი.
ორივე ინგლისურ კლუბს სურს თავდასხმის გაძლიერება და აკვირდებიან 23 წლის იტალიელს."რომა" მზად არის განიხილოს დესტროს ტრანსფერი თუ ისინი სხვა თავდამსხმელს მოძებნიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. სერია ა-ს 18 მატჩში დესტრომ 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.