თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2014, 10:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1845,
კომენტარები: 5
რუნის გოლი საუკეთესოა
უეინ რუნიმ წლის ჯილდო დაიმსახურა.
რუნის გოლი საუკეთესოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ ყოველწლიური დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ვახშამზე წლის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდო მიიღო. ეს ჯილდო რუნის "ვესთ ჰემის" კარში გატანილმა შორეულმა გოლმა მოუტანა.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ უეინ რუნის გოლი ძალიან ჰგავდა დევიდ ბექჰემის გოლი, რომელიც მან "უიმბლდონთან" გაიტანა 1996 წელს. სხვათაშორის ამ მატჩს თავად დევიდიც ადევნებდა თვალს.

საღამოს მასპინძელ, ჯიმ როზენტალთან საუბარში რუნიმ აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა დაფასდა.

"ეს არის გოლი, რომლითაც ნამდვილად ვისიამოვნე. ვფიქრობ დევიდ ბექჰემის გოლი ცოტათი უკეთესი იყო, მაგრამ გამიხარდა, რომ გავიტანე."

"თავიდან ვფიქრობდი, რომ მეკარეს შეიძლებოდა აეღო, მაგრამ ყოველთვის უკეთესის იმედი უნდა გქონდეს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა."


უეინ რუნიმ პატრის ევრასა და ადნან იანუზაის აჯობა ხმების რაოდენობის 58%-ის მიღებით. ევრას გოლი "ბაიერნის" კარში მეორე ადგილზე გავიდა იანუზაის გოლთან ერთად.

manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 მაი 2014 10:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იანუზაის რომელი გოლი იყო წარდგენილი სმაწუხაროდ არ ვიცი, არ ეწერა იქ, მაგრამ ალბათ სანდერლენდს რომ გაუტანა მეორე ის იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Luka Gelashvili
9 მაი 2014 10:32
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
RojoDiablo,
კი ეგ გოლი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: VaRdo
9 მაი 2014 12:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
უდაოდ საუკეთესო იყო. აი ბაიერნი რომ გაგვეგდო მერე უკვე ევრას გოლ მივცემდი ხმას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 მაი 2014 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ევრას გოლიც არანაკლებ ლამაზი იყო ჩემი აზრით, უბრალოდ რუნიმ იმდენად შორიდან გაუტანა რო...
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 მაი 2014 13:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევრას გოლიც ძაან მაგარი იყო მაგრამ შრეკის რო გახდებოდა ყველამ ვიცოდით :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top