ევრა და ბალოტელი, მეგობრები არიან...
"მანჩესტერ სიტის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები, მარიო ბალოტელი და პატრის ევრა, თურმე დიდი ხნის მეგობრები ყოფილან. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და მეგობრობენ.
თავად მარიო ბალოტელის "სიტიდან" წასვლა უნდა და დიდი სურვილი აქვს, რომ მასთან ერთად პატრის ევრაც წავიდეს იტალიაში.
"ის კარგად ითამაშებს იტალიაში, ძალიან მოუხდება იტალიურ ფეხბურთს და ყველაფერი მის გარშემო იქნება ძალიან კარგად". განაცხადა ბალოტელიმ.
თუმცა ამაზე პასუხად ევრამ განაცხადა, რომ "მას ძალიან უყვარს "იუნაიტედი" არ სურს მისი დატოვება და კარგად გრძნობს აქ თავს".
ბალოტელი სულ მალე დატოვებს ინგლისს და წავა იტალიაში. ყველაზე კარგი ვარიანტი მისთვის "მილანია", როგორც თვითონ განაცხადა.
"მე არ ვარ მისი აგენტი, არ ვიცი რას აპირებს ის, თუ რომელ კლუბში წავა მარიო, თუმცა ვიცი, რომ მას იტალიაში უნდა დაბრუნება." განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
"ის ჩემი მოწინააღმდეგეა მანჩესტერში, თუმცა მე მას ვხვდები ხშირად, ვსაუბრობთ ერთმანეთში და ვხუმრობთ ფეხბურთის შესახებ." - ევრა.
წყარო:
Givemefootball.com