"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა დავიდ დე ხეას შესანიშნავი ფორმა უყურადღებოდ არ დატოვეს და სერ მეტ ბასბის ყოველწლიური ჯილდო გადასცეს.
ესპანელმა გოლკიპერმა ManUtd.com - ის შვიდ ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ხმების 54% დააგროვა მეორე ადგილზე მყოფ უეინ რუნისა (26%) და მესამე ადგილზე მყოფ ადნან იანუზაის (5%) აჯობა. დანარჩენი 15 პროცენტი კი სხვა ფეხბურთელებზე გადანაწილდა.
პრიზის მიღების შემდეგ 23 წლის მეკარემა განაცხადა: "მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. კლუბში მოსვლის დღიდანვე მათ სიყვარულს ვგრძნობ. მათთვის კიდევ ერთხელ ვეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მომდევნო წელს."