თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2014, 09:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1809,
კომენტარები: 6
რაიან გიგზმა ჯილდო მიიღო
რაიან გიგზი ემოციებითაა დატვირთული
რაიან გიგზმა ჯილდო მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ვახშამზე, რაიან გიგზმა ცხოვრებისეული ჯილდო კიდევ მიიღო და ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიდეს "იუნაიტედი" რთული მდგომარეობიდან.

დროებითმა მწვრთნელმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება თავისი მომავლის შესახებ, ემოციები ვერ დამალა MUTV - სთან ინტერვიუში.

"ჩვეულებრივ ემოციური ადამიანი არა ვარ, მაგრამ ამან ჩემი ემოციები გააღვიძა. ამ ჯილდოს მიღება რაღაც განსაკუთრებულია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯილდო რაც ოდესმე მიმიღია. ეს კლუბი ყველას გულამდე აღწევს. ეს მხოლოდ კლუბი კი არა, ოჯახია. უამრავი განსაკუთრებული ადამიანი ყოფილა მისი ნაწილი, ასე რომ ჩემთვის ჯილდოს მიღება ემოციურია ეს განსაკუთრებული საღამოა."

"უამრავი დიდებული მოთამაშის გვერდით მითამაშია, რომლებიც დიდად მხიბლაბდნენ და რა თქმა უნდა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე. იღბლიანი ადამიანი ვარ."


გიგზი დარწმუნებულია, რომ "წითლებს" ყველაფრის გადალახვა და თავიანთი ნამდვილი ფერის ჩვენება 2014/2015 წლების სეზონში შეუძლიათ.

"ვფიქრობ ამას ხაზი გავუსვი სამშაბთს, როცა ვთქვი, რომ ეს იმედგამაცრუებელი სეზონი იყო. თუ ჩავარდნა გაქვს როგორც მოთამაშეს, თუ სწორად განვითარდები შეგიძლია დაბრუნდე. თუ სწორად განვითარებული გუნდი და სწორად განვითარებული კლუბი ხარ, რომელიც ჩვენ ნამდვილად ვართ, ყოველთვის დაბრუნდები უკან".

"ჩემს სადებიუტო სეზონში ჩვენ "ლიდსთან" დავმარცხდით და 18 წლის ბიჭუნდა ვუყურებდი თუ როგორ ტიროდნენ გასახდელში უფროსი კაცები. მაშინ დავინახე, თუ რას ნიშნავდა ფეხბურთი, რას ნიშნავდა გამარჯვება ხალხისთვის. რამდენს ნიშნავდა ეს პროფესიონალებისთვის. ჩვენ მომდევნო წელს დავბრუნდით და მოვიგეთ ჩემპიონატი 26 წლის განმავლობაში პირველად. არასდროს დამავიწყდება რაც სერ ბობიმ გვითხრა, "ჩვენ მომდევნო წელს დავბრუნდებით და ვიბრძოლებთ". აი რას აკეთებს სწორად ჩამოყალიბებული კლუბი, ისინი ბრუნდებიან და ისინი ბრუნდებიან უფრო ძლიერები"


manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 მაი 2014 10:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გილოცავ ბებერო...მაგრად გვიყვარხარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
9 მაი 2014 10:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი ხარ გიგზ! გული დამწყდა რო წავიდა ეს და ვიდა sad
0
№3
ავტორი: VaRdo
9 მაი 2014 12:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენ შემოგევლე გიგზ :* მომავალი სეზონის იმედი მეც მაქვს. დროა ისევ გავაჩუმოთ კრიტიკოსები და ლივერპუსლაც თავის ადგილი მივუჩინოთ. ერთი წელი ჩავაგდეთ და ლამის გაჩემპიონდნენ ეგ უხსენებლები wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 მაი 2014 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აბა რააა, ჩვენ აუცლიელბლად დავბრუნდებით!!! manunited
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 მაი 2014 14:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
№6
ავტორი: Manchester United 14
13 მაი 2014 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
VaRdo,
ლივერპული ძლივს მივიდა მაქამდე მარა ლივერპული რის ლივერპულია თუ ბოლოს არ დადებილდნენ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top