თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2014, 13:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2600,
კომენტარები: 18
იანუზაი მოხიბლულია რონალდუთი
ადნანს რონალდუს მიღწევები ხიბლავს.
იანუზაი მოხიბლულია რონალდუთი
კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე ინდივიდუალურად გატანილი გოლების რაოდენობით. მან თავისი მე-15 და მე-16 გოლი მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა 1/2 ფინალური შეხვედრის საპასუხო შეხვედრაში.

ადნანის მსგავსად, რონალდუც სულ ახალგაზრდა მოვიდა "იუნაიტედში" და მან რამდენიმე კარგი სეზონის შემდეგ, მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება შეძლო. დღესდღეობით კი მადეირელი ფეხბურთელი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

Inside United - ის ივნისის გამოცემაში ადნანმა განაცხადა, რომ იგი შორიდან ადევნებს თვალს რონალდუს თამაშს.

"მას დიდხანს ვუყურებ და ვცდილობ იგივე ვაკეთო, რასაც იგი აკეთებს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვუყურებ მის თამაშებს და ვცდილობ მივბაძო და დავიმახსოვრო თუ რას აკეთებდა იგი "იუნაიტედში"

"მეც ბევრი უნდა ვივარჯიშო, როგორც ის ვარჯიშობდა, რადგან არც ის იყო ძლიერი, როცა აქ მოვიდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა ვგრძნობ თუ როგორ ვძლიერდები ვარჯიშიშას."


manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მაი 2014 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნიჭი ნამდვილად აქვს და თუ მოინდომებს გამოუვა ყველაფერი... 3d_13
0
№2
ავტორი: Mari - Madridista
8 მაი 2014 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
თუ მოინდომებს შეუძლია რო რონალდუს დონემდე მიაღწიოს ^_^
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
8 მაი 2014 14:34
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
განსაკუთრებული მიღწევები რონალდუს არ აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: love united
8 მაი 2014 15:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი ფეხბურთელია ადნანი. 7იანი ან 11იანი ჩააცვით
0
№5
ავტორი: Manchester_M
8 მაი 2014 15:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია ბოლომდე ჩვენთან იქნება და კარიარას აქ დაასრულებს ვუსურვებ უამრავი ტიტულის მოგებას მანჩესტერთან ერთად :)
0
№6
ავტორი: Jubo
8 მაი 2014 15:38
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რაც მთავარია იუნაიტედი უყვარს და ტევესივით არ გაგვყიდის. დანარჩენი დროის ფაქტორია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2014 15:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Luka Gelashvili,
პრემიერ-ლიგის ბომბარდირი, პრემიერ-ლიგის გამარჯვებული რამდენიმეჯერ, ინგლისის თასების მფოლბილი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, საუკეთესო ფეხბურთელი 2008 წელს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული მხოლოდ მანჩესტერში და თუ გინდა რეალში რას მიაღწია იმასაც ჩამოგითვლი... არ მესმის როგორ გიბრუნდებათ ენა რომ რონალდუზე მაგას ამბობთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2014 16:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თავდაუზოგავი ვარჯიში და ფერგის დიდი როლი მის წარმატებაში. აქვს ყველაფერი იანუზაის რომ გახდეს დიდი ფეხბურთელი, ამას არ ვამბობ იმიტომ რომ მანჩესტერის ფანი ვარ, ვინც უყურებს ამის თამაშს მიხვდება. ვან გაალი თუ მოვიდა 100% დარწმუნებული ვარ იანუზაის სახით ახალი ვარსკვლავი ეყოლება მანჩესტერს და საფეხბურთო სამყაროს
0
№9
ავტორი: Best 7
8 მაი 2014 16:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Luka Gelashvili,
აბა ვის აქ:D,

იანუზაი რონალდუზე უფრო მეტს მიაღწევს თუ მოინდომებს
0
№10
ავტორი: VaRdo
8 მაი 2014 18:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამის შემართება მომწონს. შემდეგ სეზონში ადნანის კიდევ უფრო განვითარებას ველოდები.

რაც ყველაზე მეტად მახარებს ტრავმებს არ იღებს . მეორე ევრაა მგონი :დ იმედია ეგრე იქნება სულ თორე ჯონსიც გვეყოფა ამ მხრივ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top