თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2014, 12:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1946,
კომენტარები: 10
მატა - აპრილის საუკეთესო
ხუან მატას მეორე ინდივიდუალური ტიტული.
მატა - აპრილის საუკეთესო
ხუან მატა თავისი მოკლევადიანი "მანჩესტერული" კარიერის განმავლობაში უკვე მეორედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა.

ესპანელი პლეიმეიკერი აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს თავისი ტვიტერის საშუალებით : "Thanks again! Gracias de nuevo." (გმადლობთ კიდევ ერთხელ - ინგ. და ესპ.)

მატას აკრძალული ჰქონდა "ბაიერნის" წინააღმდეგ ორივე თამაშში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მან რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა პრემიერ-ლიგაში, რის შედეგადაც გამოკითხვაში მონაწილე სხვა ფეხბურთელებს, ფილ ჯონსსა და შინჯი კაგავას აჯობა. 26 წლის ესპანელმა ორი ულამაზესი ბურთი გაუტანა "ნიუკასლ იუნაიტედს" საგარეო შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 0-4 მოიგო და მხოლოდ 30 წუთი დასჭირდა, რათა შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ დუბლი მიეთვალა "ნორვიჩთან" შეხვედრაში.

მატამ MUTV - ის განუცხადა: "ბედნიერი და მადლობელი ვარ. ამ თვეში ორი შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ - "ნიუკასლთან" გასვლაზე და "ნორვიჩთან" სახლში - ვფიქრობ სწორედ ამის გამო მივიღე ეს ტიტული."

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული პირველივე შეხვედრის შემდეგვე გულშემატკივრები განსაკუთრებით მეპყრობოდნენ. ერთადერთი რისი მიცემაც მათთვის მსურს, მოედანზე თავდადებაა. ჩვენ ვცდილობთ გულშემატკივრებს წარმატება დავუბრუნოთ. ვფიქრობ სწორედ ამას იმსახურებენ ისინი."




manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მაი 2014 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად ეკუთვნოდა.
0
№2
ავტორი: kOsTiA
8 მაი 2014 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ვახო ( G G M U),
რამდენ წლიანი კონტრაქტიაქვს ამას ?
0
№3
ავტორი: Mari - Madridista
8 მაი 2014 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
kOsTiA,
მემგონი 2018-მდე აქვს
0
№4
ავტორი: love united
8 მაი 2014 15:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმსახურებდა ნამდვილად
0
№5
ავტორი: Manchester_M
8 მაი 2014 15:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი იქნებოდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვიყოთ დიდი შანსები გვექნებოდა :)
0
№6
ავტორი: Jubo
8 მაი 2014 15:46
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ეკუთვნოდა აბა რა, 5 გოლი4 თამაშში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2014 16:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აპრილი მატასთვის კარგი გამოდგა

წლის საუკეთესოს იმედია დე ხეა აიღებს
0
№8
ავტორი: VaRdo
8 მაი 2014 17:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდე მოუმატებს მატა აი ნახეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Mari - Madridista
8 მაი 2014 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
Jubo,
ზუსტად ისეთივე შედეგი როგორიც რამოსს :D
არა ისე იმსახურებდა მატა <3
0
№10
ავტორი: chudikone
8 მაი 2014 19:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნამდვილად იმსახურებდა და იმედია კიდევ უფრო მოუმატებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top