"მანცესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ჯეიმს უილსონს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა "ჰალ სიტისთან" გამართა და დუბლიც გაიფორმა, იმედი აქვს, რომ მისი წარმატება შემთხვევით ხასიათს არ ატარებს და მას კიდევ მიეცემა შანსი.
"ეს ფანტასტიური გრძნობაა, რომელიც ვერაფერს შეედრება. პირველმა გოლმა ნამდვილ ეიფორიაში ჩამაგდო, მეორემ - სასიამოვნო გრძნობები მომიტანა. თავად ის ფაქტი, რომ შენ 75 ათასი მაყურებლის წინაშე თამაშობ, მკვეთრად განსხვავდება რეზერვებში თამაშისგან. ხოლო ორის გატანა ასეთ შეხვედრაში, ეს უბრალოდ ფანტასტიკაა."
"მაგრამ მე ვგრზნობ საკუთარ თავში იმის ძალას, რომ პრემიერ-ლიგის მოთხოვნებს გავუმკლავდე. მე მხოლოდ უფრო მეტი გამოცდილება მჭირდება და რაც შეიძლება მეტ თამაშში მონაწილეობის მიღება. ის, რომ პირველი გუნდის შემადგენლობაში მოვახერხე გოლის გატანა, უკვე არის კარგის ნიშანი. მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდე, წინ უნდა ვიარო."