5 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც "იუნაიტედის ახალმა მწვრთვნელმა უნდა მიიღოს
ახლა როცა სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და გუშინდელ მატჩში გულშემატკივარი რაიან გიგზსა და ნემანია ვიდიჩს დაემშვიდობა, უფრო აქტუალური ხდება ის საკითხი, თუ ვინ ჩაიბარებს ამ დიდებულ კლუბს.
Daily Mail-ის და სხვა ცნობილი გამოცემების თანახმად, ჰოლანდიელი ლუის ვან გაალია სწორედ ის პიროვნება, რომელსაც "იუნაიტედის" მენეჯერობას უწინასწარმეტყველებენ და სულ მალე მისი დანიშვნის შესახებაც გავიგებთ ოფიციალური საიტიდან.
მაგრამ სანამ გაოფიციალურებას მივდგებოდით, მინდა გაგაცნოთ 5 მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა მწვრთვნელმა უნდა მიიღოს, რათა გუნდს ძველი დიდება, ოთხეულში ადგილი და რაც მთავარია,ტიტულების მოგების ამბიცია დაუბრუნდეს.
მაშ ასე. დავიწყოთ...
წყობა: 4-4-2
ეს ის წყობაა, რომელზეც დავუძნებული იყო '92 იანების კლასი და სწორედ ამ ტაქტიკამ მოუტანა "იუნაიტედს" მრავალი ტიტული. მაგრამ ახლა ეს წყობა მკვდარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე "იუნაიტედზე მიდგება.
რომ ითამაშო ზემოთაღნიშნული წყობით, გუნდში უნდა გყავდეს მსოფლიო კლასის ვინგერები და ცენტრალური მცველები, რომლებსაც შეუძლია პასები, ვარდნა, დარტყმა და მთელი მატჩის განმავლობაში შეუჩერებლად სირბილი.
"იუნატედმა" ნელ-ნელა მიივიწყა ეს წყობა, თუმცა სერ ალექსს შეეძლო ქვისგან სისხლი გადმოეღვარა, რაც საშუალებას უტოვებდა დაელაშქრა ერთი შეხედვით მიუწვდომელი მწვერვალები.
რაც უკვე განვიხილეთ, წლების მანძილზ ეს წყობა ნელ-ნელა უფერულდება ოლდ ტრაფორდზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე ძლიერი აღმოჩნდებოდა. ამ სეზონში, დევიდ მოიესმა სცადა ტრადიციის აღდგენა ამ წყობის გახსენებით, მაგრამ შედეგი სავალალო აღმოჩნდა.
ლუის ვან გაალი ცნობილია 4-3-3 სათამაშო ტაქტიკით, რომელიც მსოფლიო ელიტურ კლუბების მენტალიტეტში ჯდება და ერგება. ჰოლანდიელის ეს წყობა აგრეთვე კარგად მოუხდებოდა "იუნაიტედს". რომელსაც არავითარი რესურსი აქვს შეინარჩუნოს ძველი სათამაშო ტაქტიკა.
ტრადიციის შეცვლა საშუალებას მისცემს ფეხბურთელებს, როგორიცაა ხუან მატა და შინჯი კაგავა, აჩვენონ თავიანთი მაქსიმუმი. მაგრამ ეს ყველაფერი აგრეთვე გავლენას იქონიებს იმ დიად ტრადიციებზე, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების წარმოჩინებას და მათთვის სათამაშო დროის მიცემას.
მასობრივი წმენდა
ფეხბურთში ასრებობს ისეთი კლიშე, რომელიც გულისხმობს ისეთ ფეხბურთელებზე დამოკიდებულებას, რომელბმაც საუკეთესო წლები უკან მოიტოვეს და ახლა სულ სხვა სტილის მოთამაშეები არიან. მაგრამ გუნდში დღეს ისეთი ფეხბურთელებიც გვხდება, რომლებიც არა თუ ოლდ ტრაფორდზე უნდა იმყოფებოდნენ, არამედ კარინგტონზეც.
ფეხბურთელები, როგორებიც ნანი და ანდერსონი არიან, დიდი ხნის განმავლობაში არიან "იუნაიტედის" მაისურს ამოფარებულები, სინამდილეში კი, ძალიან მცირე დოზით აწვდიან გუნდს ხარისხსა და შედეგს. ორივე მათგანს, ანტონიო ვალენსიასა და ეშლი იანგს, ძირითადში რეგულარული თამაშის მიუხედავად, აქვთ მხოლოდ ექვსი საგოლე გადაცემა. საერთო ჯამში კი 66, რომელიც არა მხოლოდ პრემიერ ლიგის მატჩებს, არამედ ევროპის საკლუბო ტურნირებსაც ითვასწინებს.
არის ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" სტანდარტი ?
ახალმა მწვრთვნელმა სწრაფად უნდა აღმოაჩინოს ასეთი მოთამაშეები და გადაჭრას პრობლემა. დევიდ მიესმა სწორედ ასეთი ფეხბურთელებისთვის დროის მიცემით მიიღო ასეთი შედეგი. ერთი შეხედვით, ვან გაალს არ უნდა გაუჭირდეს ამ პრობლემის მოგვარება. შემდეგ სეზონში "იუნაიტედმა" საუკეთესო ოთხეულში უნდა დაიკავოს ადგილი. წინააღდეგ შემთხვევაში მომავალი მწვრთვნელი მალევე "ყოფილად" გადაიქცევა.
გუნდში ახალი სისხლის მოყვანის მსგავსად, არანაკლებ მნიშვნელოვანია "დაინფიცირებული აგილის ამბუტაცია, რათა ინფექციის გავრცელება არ მოხდეს." სამწუხაროდ, ჯონ კროსი, Mirror-ის ჟურნალისტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვან გაალი ცდილობს ნანის შენარჩუნებას. ხოლო ყოველთვის არაპროდუკტიული ფეხბურთელი დაჟინება, ახალ ვან გაალს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
უდავოდ მსოფლიო კლასის ტალანტის გადმოყვანა
ამ ბოლო დროს "იუნაიტედმა" შემოიღო უცნაური ტენდენცია, რომელიც ითვალისწინებს უამრავი ფეხბურთელისათვის შეთავაზების გაკეთებას და საბლოოდ არცერთი მათგანის შეძენას. უკანასკნელად გუნდმა ხუან მატა და რობინ ვან პერსი შეიძინა, თუმცა ისინი უფრო საშუალო კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ.
როდესაც დევიდ მოისმა სერ ალექსის სკამი ჩაიბარა, ყველა მოელოდა რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს, "იუნაიტედი" მსოფლიო კლასის ნახევარმცელს იყიდდა, თუმცა გუნდის ბიუჯეტი მარუან ფელაინიში დაიხარჯა. არა, ეს არ არის ბელიგერლი ფეხბურთელის კრიტიკა, ის კარგად მოერგოებოდა გუნდის ცენტრს, მაგრამ გადაწყობის საშუალება ნაკლებად თუ ექნებოდა.
Metro-ს ჟურნალისტი, ჯეიმს ბოლანი აცხადებს, რომ ტომას მიულერი ისურვებდა ვან გაალთან ერთად "იუნაიტედში" მუშაობას. როგორც, მოგეხსენებათ ამ დუეტს უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება და "წითელ ეშმაკებს" სწორედ ასეთი სახის ტალანტი სჭირდებათ. მარცხენა მცველი მარჯვეა მცველი და ცენტრალური ნახევამცველი. აი რა სჭირდება "იუნაიტედს", მაგრამ რთული იქნება ვან გაალისთვის გადმოიყვანოს მაღალი დონის ფეხბურთელი გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგას დროებით დაემშვიდობა.
ახალი კაპიტანი
ბოლო თორმეტი თვის მანძილზე, "იუნაიტედი" შეუჩერებელი კოლექტივიდან უმისამართო გემად გარდაისახა. ეს დიდი ალბათობით იმის დამსახურება გახლდათ, რომ გუნდში აღარ დარჩნენ "უფროსი" ფეხბურთელები.
ახლა როცა, ნემანია ვიდიჩიც "იუნაიტედის" ისტორიის ნაწილი გახდა, განთავისუფლდა აგრეთვე კაპიტნის სამკლაურიც და ახალ მწვთვნელს მორიგი თავსატეხიც ავტომატურად დაემატა. მოეისის დროს, უკვე ნათელი იყო, რომ გუნდის მორიგი კაპიტანი უეინ რუნი იქნებოდა, მაგრამ ახლა საქმეები სხვაგვარად წარიმართა.
ლუის ვან გაალის თანამემამულე, როვინ ვან პერსი რაღა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა გუნდში და მის მკლავზე კაპიტნის სამკლაურის მორგება არავის უნდა გაუკვირდეს. რადგან The Guardian-ის ჟურნალისტი, ჯეიმი ჯექსონი აცხადებს:
"ვან გაალი ძალიან ახლო ურთიერთობაშია როვინ ვან პერსისთან, რომელსაც ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს გუნდში უეინ რუნის შემდეგ და ასევე ვან გაალის "შეწევნით" ჰოლანდიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ამ დუეტს ხშირად იხილავთ ერთად, მატჩების საყურებლად."
ვინც არ უნდა იყოს არჩეული ახალ კაპიტნად, მან უნდა დაანახოს ნამვილი ლიდერობა თანაგუნდელებს და იყოს ბრწყინვალე მაგალითი მთელი გუნდისთვის. არსენ ვენგერმა აგრეთვე მოახერხა ეს შესაძლებლობები დაენახა ვან პერსიში, "არსენალში" ყოფნისას და ვან გაალს სურს კარგი კომუნიკაცატორი, რათა გადათარგმნოს მისი იდეები და ფილოსიფიია მოედანზე და მის გარეთ.
არის რუნი ისეთი ვისაც ამის გაკეთება შეუძლია ? არა.
"გასახდელის" გაძლიერება
არცერთი მწვრთვნელი არ მართავს გუნდს მხოლოდ თავის ნებით.
ფილ ნევილი, ჯიმი ლამსდენი და სტივ რაუნდი არჩია დევიდ მოიესმა რენე მალესტინსა და მის სამწვრთვნელო შტავის წევრებს. ალბათ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჩავარდნილი სეზონისა.
განხილვა დღესაც არ წყდება იმისა, აირჩევს თუ არა ვან გაალი რაიან გიგზსა და მისი თაობის თანაგუნდელებს ასისტენტებად. ამასობაში კი ყველას ავიწყდება, რომ უმმინშველოვანესია მწვრთვნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ასეთ დროს და აქცენტი ლოგიკაზე გაკეთდეს და არა სენტიმენტალობაზე.
მოიესმა კატასტროფულად ცუდად შეასრულა თავისი სამუშაო და ვან გაალის სუპერ კლუბებში მუშაობის გამოცდილება ალბათ მალევე მოაგვარებს ამ პრობლემატურ საკითხს. ბოლო წლებში, სერ ალექს გვერდს რენე მალესტინი უმშვენებდა და არ იქნება გასაკვრი, თუ ვან გაალმა სწორედ "ფულჰემის" ყოფილ მწვრთვნელს მიმართა დასახმარებლად.
მუნდიალის მოსვლასთან ერთად, "იუნაიტედმა" თადარიგი უნდა დაიჭიროს და სათანადოდ მოემზადოს წინასასეზონო ტურნესთვის. ეს კი ავტომატურად იქნება მოსამზადებელი ეტაპი სეზონისთვის, რომელიც უამრავ ადამიანში მოუთმენლობის გრძნობას აღვიძებს.
სტატიის ავტორი: რობ ბლანშეტი
თარგმნა: დაჩი ქიზიყურაშვილი