7-05-2014, 18:40
ნანახია: 2585,
კომენტარები: 12
კლუბსა და ნანის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
"იუნაიტედი" ნანის არ გაუშვებს...
როგორც ცნობილმა ინგლისურმა გამოცემებმა განაცხადეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი თავკაცი ლუი ვან გაალი პორტუგალიელი ნანის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.
10 მილიონიანი ტრანსფერი, რომლის თანახმადაც ნანი "იუვენტუსში" გადადიოდა ვან გაალმა დაბლოკა.
ვან გაალი მზადაა ნანის მოელაპარაკოს მისი მომავლის თაობაზე.
ფეხბურთელი და მისი აგენტი ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ, მთავარი გადაწყვეტილება კი სწორედ მათ უნდა მიიღონ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე კლუბის ხელმძღვანელობამ ნანისთან მოლაპარაკებები დაიწყო. "იუნაიტედი" შეეცდება დაარწმუნოს ნანი და კლუბში დატოვოს.
კონტრაქტი პორტუგალიელს 2018 წლის ზაფხულში ეწურება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.