როგორც უკვე ყველამ ვიცით, შინჯი კაგავა 2012 წელს შეუერთდა "იუნატედს" და მიუხედავად 2 წლიანი პერიოდისა, მან ვერა და ვერ შეძლო ძირითადში ადგილის დაკავება.
გასულ სეზონში იაპონელმა 20 შეხვედრა ჩაატარა სასტარტო 11-ეულში, ამ სეზონში კი მხოლოდ 13.
ამიტომაც, ამ ფეხბურთელის გარშემო მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ იაპონელი ამ ზაფხულშივე დატოვებს კლუბს და ოლდ ტრაფორდს. ყველაფერს ამას კი "ნაპოლის" მიაწერდნენ, რადგან ჭორების მიხედვით კაგავა და იტალიური კლუბი უკვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს და თითქმის მზად იყო ყველაფერი.
ამაზე პასუხად კი, შინჯის აგენტმა განაცხადა, რომ მას რაფაელ ბენიტესთან არ ჰქონია არანაირი კონტაქტი და რომ, კაგავა "იუნაიტედში" რჩება.
"კაგავას ჰქონდა კონტაქტი ბენიტესთან? ეს მხოლოდ ჭორებია" - აცხადებს კაგავას აგენტი ტომაშ კროტი. გარდა ამისა, მისმა აგენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კაგავა ბედნიერია "იუნაიტედში".
"ის ბედნიერია "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნით, ასე რომ არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ ის კლუბს დატოვებს" - დაასრულა იაპონელის აგენტმა.
წყარო:
"სქაისპორტი"