გუშინ "მანჩესტერმა" ამ სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე". ეს მატჩი გამოირჩეოდა იმითაც, რომ ვიდიჩი და რაიან გიგზი ბოლოჯერ გამოვიდნენ "ოცნების თეატრში" ისე, როგორც ფეხბურთელები. გარდა ამისა, მთავარმა მწრთვნელმა ახალგაზრდებს შანსი მისცა. "მანჩესტერელები" აღფრთოვანებულნი იყვნენ და თავიანთი ემოციები სოციალურ ქსელში გამოხატეს.
ბიუტნერი: "ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის შენთან ერთად თამაში ვიდა. ბოლო ორი წელი საოცარი და საპატიო იყო."
დე ხეა: "50-ზე მეტი თამაში ამ სეზონში! რეკორდი! მადლობა "იუნაიტედს" !
ფელაინი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ ამ სეზონის ბოლო თამაშზე "ოლდ ტრაფორდზე"! და მინდა მივულოცო რაიან გიგზს საოცარი კარიერისთვის!"
რიო: "ჯეიმს ვილსონი... დებიუტისთვის ძალიან კარგი გამოსვლა. ოცნებები ხდება! დიდებულად დაიწყო მისი კარიერა და მან ეს დამსახურა კიდეც"
რუნი: "დიდებული გამარჯვება მოიპოვეს დღეს ბიჭებმა და ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ ახალგაზრდებისგან. განსაკუთრებით ჯეიმს ვილსონისგან, რომელმაც შეძლო ორი გოლის გატანა. გულისდამწყვეტი იყო იმის ყურება, თუ როგორ ემშვიდობებოდა ნემანია "ოლდ ტრაფორდს", ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო კლუბისთვის და ყველას ძალიან მოენატრება"
ვან პერსი:"კარგი თამაში და შედეგი, გუშინ. განსაკუთრებული დღე კაპიტან ნემანიასთვის და მწვრთნელი/მოთამაშე/ლეგენდა გიგზისთვის."
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.