თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2014, 14:09
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1726,
კომენტარები: 4
კერიკი: "ნემანია ყველას მოგვენატრება"
მაიკლ კერიკმა გუნდში ვიდიჩის როლზე ისაუბრა და მას კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უწოდა.
კერიკი:
გუშინ „ოლდ ტრაფორდი“ კიდევ ერთმა კაპიტანმა დატოვა. მაიკლ კერიკმა გუნდში მის როლზე ისაუბრა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უწოდა.
„ის ლიდერია და ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც კლუბს ოდესმე ჰყოლია. საწყენია, რომ ნემანია გვტოვებს, რადგან ის ყველას მოენატრება, როგორც ტოპ კლასის ფეხბურთელი და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი. დარწმუნებული ვარ ფანების დახვედრა მისთვის ამაღელვებელი მომენტი იყო. საერთოდ, ნემანია იშვიათად ლაპარაკობს და გამიკვირდა, რომ მიკროფონი აიღო და გულშემატკივრებს მიმართა. ნათელი იყო, რომ ამ ყველაფერმა ვიდიჩის განწყობაზე დიდი გავლენა მოახდინა. მართალია წინ კიდევ ერთი მატჩია, მაგრამ ეს უკანასკნელი იყო ასეთ განსაკუთრებულ სტადიონზე. ის ყველას მოენატრება.“
მაიკლმა გუნდის ახალგაზრდა დებიუტანტებზეც ისაუბრა.
„ჯეიმსს საოცარი დებიუტი ჰქონდა. ვფიქრობ, ტომმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისინი მოედანზე გავიდნენ და თავდაჯერებულად მოქმედებდნენ. ვცდილობდი რაც შეიძლება კომფორტულად ეგრძნოთ მათ თავი, ვცდილობდი დამერწმუნებინა ისინი, რომ თავიანთი სტილით ეთამაშათ და ასეც გააკეთეს. მწვრთნელმა მატჩამდე გვითხრა, რომ ისინი შანსს მიიღებდნენ და ძირითადში ითამაშებდნენ. მათ ეს შანსი გამოიყენეს“ - დაასრულა კერიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
7 მაი 2014 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამიტყდა წასვლა მაგრამ დროული იყო მაინც დ აისვე ჩემს აზრზე ვრჩები. წელს საშინელი სეზონი ჰქონდა
0
№2
ავტორი: Manchester_M
7 მაი 2014 18:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი იქნებოდა რომ ფორმიდან არ ამოვარდნილიყო საუკეთესო მცველი იყო და საუკეთესო მცველად დარჩება ჩემთვის ვიდიჩ !!!!! love
0
№3
ავტორი: Jubo
8 მაი 2014 01:03
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დროულად წავიდა. ფერდინანდიც თუ მიბაძავს არ იქნება ცუდი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Macklemore
8 მაი 2014 05:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Namdvilad mogvenatreba, udzlieresi mcveli da ufro dzlieri capitani!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top