თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2014, 13:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1494,
კომენტარები: 5
ვან პერსი: "ნემანია თავაწეული დადის იქ, სადაც სხვებს ფეხის დადგმის ეშინიათ"
ვან პერსის მატჩის შემდგომი კომენტარი
ვან პერსი:
რობინ ვან პერსიმ „ჰალ სიტისთან“ მატჩის შემდგომ კომენტარში ახალგაზრდა დებიუტანტი ჯეიმს უილსონი შეაქო. 18 წლის ფეხბურთელმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მოგვიანებით, მოედანზე ადგილი ვან პერსის დაუთმო.
„ჯეიმსმა ძალიან კარგად ითამაშა. ვიცი რა რთულია გუნდში დებიუტი - მე ეს ხომ 29 წლის ასაკშიც გამოვცადე! ფეხბურთელისთვის სადებიუტი მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია, თანაც მაშინ, როცა ორ გოლს იტან."
გუშინ ვიდიჩმა „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა. ვან პერსიმ მასთან ორი წელი გაატარა და როგორც ჩანს, კარგად გაიცნო.
„ნემანია შესანიშნავი ადამიანია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის თავაწეული დადის იქ, სადაც სხვებს ფეხის დადგმის ეშინიათ. ასეთია ნემანია. მამაცი და საუცხოო ფეხბურთელი. მან 8 წელი ითამაშა ამ კლუბში და ყველაფერი მოიგო.“
ჰოლანდიელმა „იუნაიტედის“
დროებით მწვრთნელზეც ისაუბრა.
„გუნდს ცოტა დაგვიანებით შევუერთდი. გიგზმა წარმატებულად ჩაატარა მატჩები. რაიანი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის მოედანზე გახურების გარეშე გამოვიდა! ხომ სწორი ვარ? მოულოდნელად გამოვიდა და ფანტასტიკური პასები გააკეთა, თითქმის გოლიც გაიტანა. ის ლეგენდაა და ამას ყოველდღე ამტკიცებს“ - დაასრულა ვან პერსი.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
7 მაი 2014 14:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უილსონი თამაშს არ მაზავს, ძაან მაგარი ბიჭია და იმედია ეგრე გააგრძლეებს

ნემანიასნაირი მებრძოლი ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი ყველა გუნდისთვის დიდი ძალაა და როგორც თვითონ სურდა მაღალ ნოტაზე ამთავრებს მანჩესტერულ კარიერას, მადლობა ყველაფრისთვის რაც კლუბისთვის გააკეთა 8–9 წლის მანძილზე

გიგსზე კომენტარიც ზედმეტია
0
№2
ავტორი: Manchester_M
7 მაი 2014 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნემანიაზე მწყდება მაგრად გული :X
0
№3
ავტორი: Jubo
8 მაი 2014 01:06
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
"ნემანია თავაწეული დადის იქ, სადაც სხვებს ფეხის დადგმის ეშინიათ"

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Macklemore
8 მაი 2014 05:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Ehh ra xalxi midis, magram araushavs.axlebic modian, romlebic axal istorias daweren unitedisas!!
0
№5
ავტორი: MANUTD FAN.
8 მაი 2014 06:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მაგრად მომენატრება ნემანია love ისე რა ცუდი შეგრძბებაა რო შენს კაპიტანს ვეღარ ნახავ სტადიონზე sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top