სამშაბათს საღამოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჰალ სიტი" მიიღო "ოლდ ტრაფორდზე" და ანგარიშით 3-1 სძლია. შეხვედრის სურათიდან გამომდინარე გუნდს დაცვაში დიდი საქმე არ ჰქონია, თუმცა მიუხედავად ამისა ფილ ჯონსმა ტრავმა მაინც მიიღო. ერთ-ერთი კუთხურის დროს იგი ძლიერად დაეჯახა მეინორ ფიგეროას და მხარი დაიზიანა.
Sky Sports - ის ჟურნალისტების მტკიცებით ჯონსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და იგი მაშინვე გადაიყვანეს მანჩესტერის ჰოსპიტალში. არსებობს იმის საფრთხეც, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.