Football Direct News - ის მტკიცებით დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით ინგლისური გრანდები ინტერესდებიან.
24 წლის გაბონელი სულ რაღაც გასულ წელს გადავიდა დორტმუნდში. პირველსავე სეზონში მან 46 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" სკაუტები "ბორუსიას" ბოლო შეხვედრაზე შეამჩნიეს და ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ ობამეიანგი გახლდათ მათი დაკვირვების ობიექტი.