თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2014, 09:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1676,
კომენტარები: 5
გიგზის ბოლო მიმართვა ფეხბურთელის რანგში
გიგზის გუშინდელი მიმართვა "ოლდ ტრაფორდზე"
გიგზის ბოლო მიმართვა ფეხბურთელის რანგში
რაიან გიგზმა, მისი ბოლო თამაშის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე", გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ "ოქროს ხანა" ისევ დაბრუნდება "მანჩესტერისთვის".

"ოლდ ტრაფორდის" უდიდდესმა ლეგენდამ, რომელიც დროებით მენეჯერის პოსტზეა, თავისი თავი შემადგენლობაში შეიყვანა "ჰალ სიტისთან" მატჩში.

გიგზმა შეცვალა "იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშე ტომ ლორენსი და ვეტერანმა მოედანზე 20 წუთი დაჰყო. მატჩის შემდეგ მან გულშემატკივარს მიმართა და ისაუბრა იმ იმედგამაცრუებელ სეზონზე, რომელმაც წელს ჩემპიონებმა ჩაატარეს.

"წითელი ეშმაკუნებმა" მეშვიდე ადგილზე ყოფნით გულშემატკივარი დაამწუხრეს, ამასთან ერთად გამოეთიშნენ "ინგლისის თასსა" და "ლიგის თასს" "სუონსისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ.

გიგზის მიმართვა კი ასე ჟღერდა:

"ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული და იმედგამაცრუებელი სეზონი იყო, და ამ სეზონმა წლების მანძილზე მოპოვებული წარმატება გაანადგურა და გააფუჭა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი გულშემატკივრობა არასდროს შეცვლილა, ყოველთვის მტკიცედ გვედექით გვერდში, ყოველთვის მხარს უჭერდით გუნდსაც და სამწრთვნელო შტაბსაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში უფრო და უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ."

"მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ გააგრძელოთ ჩვენი გულშემატკივრობა. თქვენ დღეს დაინახეთ მომავლის მცირე გაელვება და ეს არის ის, რაზეც ჩვენი კლუბი დამყარებული იყო ყოველთვის. ის არასდროს ძველდება, ახალგაზრდობას შანსს ყოველთვის ვაძლევთ და ვცდილობთ ვითამაშოთ რაც შეიძლება მიმზიდევლი ფეხბურთი. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვიღებთ. გააგრძელეთ ჩვენი გულშემატკივრობა და კარგი დრო ძალიან მალე დაბრუნდება."


"სქაისპორტმა" გიგზს მის მომავალზე საუბარი სთხოვა და ეცადა გაერკვია რა ბედი ეწეოდა მას ვან გაალთან. მაგრამ გიგზის პასუხიდან გამომდინარე, მან ისიც კი არ იცის დარჩება თუ არა კლუბში.

"ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მე აქ ვარ იმიტომ რომ გავაგრძელო ჩემი სამუშაო, რომლითაც მე ძალიან ბედნიერი ვარ და მაქვს უფლება ამ პოსტით დავტკბე კვირამდე."

ახალგაზრდა ფორვარდმა ჯეიმს ვილსონმა ორი გოლი გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დებიუტში. მესამე გოლი კი ტრამვიდან დაბრუნებულმა რობინ ვან პერსიმ გაიტანა.

"ეს "იუნაიტედის" გზაა, ჩვენ ყოველთვის ასე ვცხოვრობდით, ახალგაზრდებს დიდ შანსებს ვაძლევდით. ის კარგი ფეხბურთელია, ის ძალიან ამაღელვებელია. ვილსონმა ბოლო რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად ივარჯიშა და წამითაც არ შეუწყვეტია მუშაობა, იმავე შემიძლია ვთქვა ტომზეც. დიდებულია ისეთი ბავშვების ყოლა, რომლებიც ამ კლუბში დიდი ხანია არიან. თუ არ ვცდები ამ ბიჭებს ჩვენ რვა წლიდან ვზრდით,"-განაცხადა ახალგაზრდების შესახებ რაიანმა.

მატჩი ასევე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ნემანიამ, რომელიც ზაფხულში "ინტერს" შეუერთდება ბოლო თამაში ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე".

"ის ბრწყინვალე ფხბურთელი და ბრწყინვალე მცველი იყო ჩვენთვის. მან ბევრი წარმატება გაიზიარა ამ ბიჭებთან ერთად და ბევრჯერ ყოფილა "იუნაიტედის" წარმატების მთავარი მიზეზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომეტია მისთვის. ის ჩვენგან ჩვენი კეთილი სურვილებით მიდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ყველაფერს მაღალ დონეზე გააკეთებს,"-ციტირებს გიგზის სიტყვები ნემანიას შესახებ.



SkySports
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
7 მაი 2014 09:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვიდა მომენატრები, კაპიტანოოო <3 ვილსონს რაც შეეხება კარგი ბიჭია ძალიან, მე გამიკვირდა პერეირას რატო არ მისცეს შანსი, ლაურენსიც კარგი ბიჭია...საერთო ჯამში პატარა თაობაში გამოკვეთილი ლიდერები გვყავს...
0
№2
ავტორი: RedTeen
7 მაი 2014 09:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ყველაზე გულისამაჩუყებელი გამოსვლა იყო.. :((( როგორ მომენატრება ორივე.. :((( ნეტა შეიძლებოდეს მათი არგაშვება.. :(((
0
№3
ავტორი: RojoDiablo
7 მაი 2014 13:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აუ ვინმემ თუ იცით ოლდ ტრაფორდი რატომ უსტვენდასავეთ როცა გიგზი ბურთს იღებდა? თუ ჰალის ფანები იყვნენ? ნერვები დამაწყდა გუშინ

ან სტატიას ფავორიტებში გავუშვებ, რადგან ამხელა ემოცია დიდი ხანია არ განმიცდია. გიგზის მიმართვაზე, მუსიკაზე - united road, განსაკუთრებით ბოლო ბანერზე, სადაც წერია Giggs don't go I love you. ძალიან, ძალიან ამეცრემლა თვალები. ვგიჟდები ამ კაცზე, ვერ წარმომიდგენია იუნაიტედი მის გარეშე. იმედია ვან გაალი დატოვებს მას და კლუივერტი მართლაც არ ჩამოვა.

http://tv.redarmy.ge/video/667--.html
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
7 მაი 2014 14:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰალ სიტის ჰანები იყვნენ

როგორ მინდოდა გუშინ გაეტანა no
0
№5
ავტორი: Manchester_M
7 მაი 2014 17:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ ასე არასდროს მდომებია ოლდ ტრაფორტზე ყოფნა recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top