როგორც ვიცით "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი ჰოლანდიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის, ლუი ვან გაალია. მისი მოსვლის შემთხვევაში ასისტენტობა პატრიკ კლუივერტს უნდა ჩაებარებინა. თუმცა ეს უკანასკნელი სულაც არ აპირებს ვან გაალის ასისტენტი იყოს "მანჩესტერ იუნაიტედში".
The Manchester Evening News - ის მტკიცებით, პატრიკს "ტვენტეს" ახალგაზრდების გაწვრთნა სურს. ფაქტიურად აღარაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს რაიან გიგზს, რომ ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ რაიან გიგზს სამი ვარიანტი აქვს, თუ როგორ განავითაროს თავისი მომავალი - ასისტენტობა, ფეხბურთელობა, სხვა გუნდის მწვრთნელობა, მაგრამ თუ მოვლენები ასე განვითარდა მას ალბათ აღარ მოუწევს გადაწყვეტილებაზე ფიქრი.