თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2014, 22:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 5
"არ ვნანობ"
ნემანია ვიდიჩი არაფერს ნანობს.
პრემიერ-ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო საშინაო მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ იგი არ ნანობს კლუბის დატოვებას.

ჯერ კიდევ სეზონის შუა ნაწილში გახდა ცნობილი, რომ ნემანია ვიდიჩმა მილანის "ინტერთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. მას შემდეგ კლუბი დევიდ მოიესს დაემშვიდობა და ახლა ახალი მწვრთნელის მოსვლას ელოდება.

ახალი მწვრთნელის მოსვლამ შესაძლოა ვიდას ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მისცეს, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"არ ვნანობ. მე ყოველ მატჩში 100 პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ კლუბში გატარებული პერიოდი საუკეთესო იქნება ჩემს კარიერაში. ეს, იყო შესანიშნავი 8 წელი, ან 7 წელი, რადგან მიმდინარე სეზონში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდით."

"არასდროს მიფიქრია ინგლისში სხვა გუნდში თამაშზე, რადგან ერთადერთი კლუბი, რომლის შემადგენლობაშიც ვითამაშებდი, ეს "იუნაიტედია". გამიმართლა, რომ ამდენი წელი დავყავი ამ კლუბში"

"უამრავი გასახსენებელი მაქვს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 15 ტიტულის მოგებას მოვახერხებდი, მათ შორის პრემიერ-ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის ერთი თასი. დიდებული მწვრთნელთან ერთად ვმუშაობდი და ბევრი რამ ვისწავლე არამარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც."
- ციტირებს ვიდიჩს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს "იუნაიტედმა" მოსკოვის "სპარტაკს" 7 მლნ. ფუნტი გადაუხადა ვიდიჩის სანაცვლოდ. მას შემდეგ კი ვიდიჩმა თითქმის 300 შეხვედრა ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gio VAN PERSIE123
6 მაი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
love love derphappycry warmatebebi
0
№2
ავტორი: Jubo
7 მაი 2014 00:59
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
derphappycry
გასაცილებელ მატჩსაც მოუწყობენ იმედია, ამხანაგურს რამე უბრალოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: RedTeen
7 მაი 2014 02:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მომენატრება.. sad cry2
0
№4
ავტორი: red devil
7 მაი 2014 07:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაპიტანი მომენატრება :(
0
№5
ავტორი: Manchester_M
7 მაი 2014 17:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვიდიჩ love უდიდესი და უძანმაგრესი მცველი აუ როგორ მომენატრება :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top