თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2014, 21:30
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2553,
კომენტარები: 6
არენდით მყოფი "მანჩესტერელები"
წარმატებული კვირა არენდით მყოფი "წითელი ეშმაკებისთვის"
არენდით მყოფი
გასული კვირა გარკვეულ წილად წარმატებული აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებისთვის,რომლებიც არენდით სხვადასხვა კლუბებში იმყოფებიან.სემ ჯონსტონის "დონკასტერი" ვერ გადაურჩა ინგლისის ჩემპიონშიპიდან დაქვეითებას და მომავალი სეზონიდან გუნდი მესამე დივიზიონში იასპარეზებს,ფედერიკო მაკედას "ბრიმინგემმა" კი შეძლო ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნება.გასული კვირა განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ნიკ პაუელისთვის,ჯესი ლინგარდისთვის და უილ კინისთვის,რადგან მათი კლუბები სულ მალე პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებენ.


არენდით მყოფი "მანჩესტერელები"

ფედერიკო მაკედა - "ბრიმინგემი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელმა ფორვარდმა ფედერიკო მაკედამ ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლო ტურში მოედანზე მხოლოდ 30 წუთი გაატარა "ბრიმინგემის" მაისურით "ბოლტონის" წინააღმდეგ.იმის მიუხედავად,რომ ბრიმინგემელები ორ ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ მეტოქესთან,მათ მაინც მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დაასრულეს.სწორედ "დონკასტერის" მარცხმა გადაარჩინა ისინი ჩემპიონშიპიდან დაქვეითებას.ფედერიკო მაკედას კი მატჩის 77-ე წუთზე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად,მაგრამ მოწინააღმდეგის მეკარემ შესანიშნავი სეივით მოახერხა გუნდის გადარჩენა.


არენდით მყოფი "მანჩესტერელები"

მაიკლ კინი - "ბლექბერნი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელმა მცველმა მაიკლ კინმა სრული 90 წუთი ითამაშა "უიგანის" წინააღმდეგ.კინს ნამდვილად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება ამ მატჩში მიუხედავად იმისა,რომ მისმა გუნდმა 3 გოლი გაუშვა,მან ბევრჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის შეტევების შეჩერება.ჩემპიონშიპის ბოლო ტურში მაიკლ კინის "ბლექბერნს" ფლეი-ოფში სათამაშო კარგი შანსი ჰქონდა,მაგრამ "ბრაიტონმა" ბოლო წუთზე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა "ნოთინგემის" კარში.


არენდით მყოფი "მანჩესტერელები"

ჯესი ლინგარდი - "ბრაიტონი"

ჯესი ლინგარდმა ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლო ტურში 59 წუთი ითამაშა "ბრაიტონის" მაისურით "ნოთინგემის" წინააღმდეგ.იმის მიუხედავად,რომ ლინგარდის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა მათ საბოლოოდ მაინც მოახერხეს ბოლო წუთებზე გამარჯვება და ამით ფლეი-ოფში სათამაშო საგზურიც მოიპოვეს.იმის მიუხედავად,რომ მთავარმა მწვრთნელმა ჯესი შეცვალა მას დიდი წვლილი მიუძღვის უორდის გოლში სწორედ მის დაწყებულ კონტრშეტევას მოჰყვა ზემოთ აღნიშნული გოლი.ფლეი-ოფში "ბრაიტონი" "დერბის" დაუპირისპირდება 8 მაისს.


არენდით მყოფი "მანჩესტერელები"

უილფრიდ ზაჰა - "კარდიფ სიტი"

უილფრიდ ზაჰამ "კარდიფის" რიგებში პირველი სრული მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში "ნიუკასლის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის 37-ე ტურში.მიუხედავად იმისა,რომ ინგლისელის გუნდი სამ ბურთიანი სხვაობით დამარცხა მეტოქესთან მას ნამდვილად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება,რადგან ის ხშირად ამწვავებდა შეტევებს.ზაჰა არენდა ჯერ-ჯერობით უგოლოდ მიმდინარეობს,მაგრამ იმედი დავიტოვოთ,რომ ის პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მოახერხებს გატანას.
სტატიები, ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
6 მაი 2014 21:32
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სხვებმაც ჩაატარეს მატჩები თავიან კლუბებში,მაგრამ ხალხს უფრო რომლებიც აინტერესებს იმათზე დავწერე 3d_7
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Jubo
6 მაი 2014 21:36
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
პაუელი უიგანის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ლინგარდი უნდა დააბრუნონ აუცილებლად! ზაჰაზე მეტად ამ ბიჭის მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: UTD-Rule
6 მაი 2014 21:49
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Jubo,
მე როგორც ვიცი გომესი დაასახელეს საუკეთესოდ უიგანში...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Macklemore
7 მაი 2014 00:45
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პაუელი, ენრიკესი, პეტრუჩი რავიცი კიდე არიან :D
0
№5
ავტორი: red devil
7 მაი 2014 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პოუელი ძაან მაგარია
0
№6
ავტორი: Manchester_M
7 მაი 2014 17:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ზაჰა უნდა დააბრუნონ მაკედა გაყიდონ კიდე რატო აჩერებენ მაგ კაცს ვერ ვხვდები ლინგარდიც უნდა დაბრუნდეს და პოუელიც :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top