რიო ფერდინანდი სააშკარაოზე გამოიტანს დევიდ მოიესის მოღვაწეობას "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება. 35 წლის მცველის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დასასრულს უახლოვდება და ის აპირებს შეაჯამოს თავისი კარიერა. წიგნს "#2sides: Rio Ferdinand - My Autobiography"(2 მხარე: რიო ფერდინანდი- ავტობიოგრაფია) ერქმევა. რიო ინგლისის ნაკრებს არ გაყვება ბრაზილიაში. დიდი შანსია იმის, რომ ლუის ვან გაალი მას "იუნაიტედიდანაც" დაითხოვს. ასე რომ, ფერდინანდს ბოლოჯერ მოუწევს წითელი მაისურის მორგება "საუტჰემპტონთან" მატჩში.
რიოს როლი მიმდინარე სეზონში მკვეთრად შემცირდა. მან ამ სეზონში მხოლოდ 22 მატჩში ითამაშა. სამაგიეროდ, დევიდ მოიესი ჩემპიონთა ლიგაზე მას ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა. საერთო ჯამში რიომ "იუნაიტედში" 444 მატჩი ჩაატარა. მან მოიგო ექვი პრემიერ ლიგის თასი, ორი ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი 2008 წელს.