El Mundo Deportivo იუწყება, რომ ბარსელონას ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი არ აპირებს გუნდის დატოვებას.
სესკით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" არის დაინტერესებული, მაგრამ ბარსელონას კონკრეტული შემოთავაზება ჯერ არ მიუღია არცერთი კლუბისგან. როგორც წყარო იუწყება, 27 წლის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ლუის ენრიკეს კლუბების სტილი მას შეეფერება და ამიტომ აპირებს "ბარსელონაში" დარჩენას.
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის ენრიკე უკვე შეუთანხმდა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას და შემდეგი სეზონიდან გაუძღვება კლუბს.