ამ საღამოს გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" და "პორტუს" ოფიციალური მხარეები ეცდებიან შეთანხმებას როდრიგესის შესახებ, რომელზეც თითქმის 2 თვეა იწერება, სხვადასხვა ჭორები. ახლა კი დროა გადაწყდეს ყველაფერი. პირველად სერ ალექსმა განაცხადა, რომ "პორტუს" ფეხბურთელები ძალიან ძვირად არიან შეფასებულები. არანაკლებადაა შეფასებული როდრიგესი, თუმცა 21 წლის "ახალი რონალდოს" ყიდვა ნამდვილად შესაძლებელია ამ ფასად. "სიმშვიდე უნდა შევინურჩუნოთ, ჯერ არ გადამიწყვიტავს არაფერი" განაცხადა როდრიგესმა. "მე ახლა ჩემს დღევანდელ კლუბზე ვფიქრობ და ვნახოთ, რა იქნება შემდეგში, აქ ძალიან კარგად ვგრძნობ." დასძინა კოლუმბიელმა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 1 თვე და 15 დღე რჩება, ფერგი კი როგორც ჩანს ახალ ტრანსფერს ამზადებს, რადგანაც ამდენ ფეხბურთელზე "იუნაიტედი" ზაფხულშიც კი არ ყოფილა დაინტერესებული.