სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 34–ე ტურის გადადებული შეხვედრა მსაჯი: კრეიგ პოუსონი თარიღი: სამშაბათი, 6 მაისი 2014 წელი. მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: არავინ დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, ლინდეგაარდი, რაფაელი განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Jones, Ferdinand, Vidic, Smalling, Evans, Buttner, Evra, Giggs, Carrick, Nani, Young, Fletcher, Valencia, Kagawa, Fellaini, Mata, Januzaj, Rooney, Hernandez, Welbeck, Van Persie.
"მანჩესტერ იუნაიტედს" შესაძლოა გუნდის ლიდერი, უეინ რუნი დაუბრუნდეს, რომელმაც მცირე ტრავმის გამო სანდერლენდთან მატჩი გამოტოვა. რაიან გიგზის განცხადებით, ისინი შეაფასებენ ინგლისელის მდგომარეობას და გდაწყვეტილებას შემდგე მიიღებენ.
"ჰალ სიტი" "ოლდ ტრაფორდზე" მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გუნდს ჩესტერი, მაკშეინი, ბრეიდი, მარკგრეგორი და ალუკო დააკლდებიან.
ნემანია ვიდიჩისთვის ეს მატჩი საბოლოო იქნება, რომელსაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მაისურით ჩაატარებს. კაპიტანი სეზონის დასრულებისთანავე მილანურ "ინტერში" გადაბარგდება. 32 წლის სერბისთვის ეს მატჩი 299–ე იქნება, რომელიც "ეშმაკების" მაისურით ექნება ჩატარებული. ნემანია გუნდში 9 სეზონია ირიცხება და მის ანგარიშზე 21 გოლია.
გუნდების ფორმა
ურთიერთშეხვედრები
გუნდები საერთო ჯამში სულ 25–ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან "იუნაიტედმა" 17–ჯერ მოახერხა მატჩის მოგება, 3 ფრედ, ხოლო 5 "ჰალ სიტის" გამარჯვებით დასრულდა. გუნდების ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ჰალ სიტი" (პრომო)
მატჩის წინ
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.