"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, რაიან გიგზი თვლის, რომ მის კლუბს ძალუძს ნაბიჯის წინ გადადგმა და "ლივერპულის" მსგავსი პროგრესის მიღწევა.
მიმდინარე სეზონს "წითელი ეშმაკები" მე-7 ადგილზე დაასრულებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ადგილი დაიჭირა წინა წელს "ლივერპულმა", წელს კი ჩემპიონობისთვის იბრძვის.
იმის გათვალისწინებით, რომ "იუნაიტედი" რამდენიმე ტოპ-მოთამაშის დამატებას აპირებს, რაიან გიგზი თვლის, რომ მის გუნდს გარდასახვა შეუძლია.
"სანდერლენდთან" შეხვედრაში ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც "იუნაიტედში" ითხოვენ. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ გასახდელში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ ახლები კარგი ხარისხის ფეხბურთელები უნდა იყვნენ და გუნდის გასაძლიერებლად იქნებიან მოწვეულნი."
"იუნაიტედში" ყოფნისას ტიტულისთვის ყოველ წელს უნდა იბრძოდე და ჩვენ ამის გაკეთებას ვეცდებით. ბოლოს და ბოლოს შეხედეთ "ლივერპულს". არავინ ელოდა, რომ ასე მაღლა ავიდოდნენ, მაგრამ ისინი შესანიშნავ სეზონს ატარებენ. ვფიქრობ ასევე დაგვემართება ჩვენც" - ციტირებს გიგზს The Independent.