თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2014, 20:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1916,
კომენტარები: 8
გიგზს თამაში სურს
რაიან გიგზს თავის თავს შემადგენლობაში დააყენებს.
გიგზს თამაში სურს
"მანცესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, რაიან გიგზმა განაცხადა, რომ იგი დაფიქრდება "ჰალთან" მატჩში თამაშზე.

"ჰალ სიტის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს რაიანისთვის მოთამაშის რანგში. სულაც არ არსებობს იმის გარანტია, რომ იგი კიდევ ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს.

ამასთან დაკავშირებით 40 წლის უელსელი დაფიქრდება მოედანზე გასვლაზე. მას სეზონის ბოლოს გუნდის მართვის უფლება აქვს ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

"ამაზე ვიფიქრებ, მაგრამ ასევე მსურს ამ მათჩის მოგება, როგორც მწვრთნელს. მინდა გავაკეთო ის, რაც იქნება საუკეთესო ამ მატჩში გამარჯვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის ადგილის გამოძებნა ძირითადში ან სათადარიგოში"

"რა თქმა უნდა, იდეალური სცენარის თანახმად უნდა გამოვიდე და გავიტანო გოლი, გამარჯვების გოლი, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვსურს. მოვიცადოთ და ვნახოთ და რა მოხდება იმ ღამეს."
- განუცხადა გიგზმა კლუბის ოფიციალურ საიტს.

სამშაბათს გასამართ შეხვედრაში რაიან გიგზი თავის ყოფილ თანაგუნდელს, სტივ ბრიუსს დაუპირისპირდება, რომელმაც "ჰალი" პრემიერ-ლიგაში დატოვა და FA თასის ფინალში გაიყვანა.

"მე ბრიუსსა და ოლე გუნარს ვესაუბრე, ორ ყოფილ თანაგუნდელს. ერთი მათგანი 15 წელია მწვრთნელია და მეორე კი არა. დიდებული იყო, რადგან ორივემ განსხვავებული რჩევა მომცა."

"მივიღებ თუ არა ბრიუსის რომელიმე რჩევას? სამშაბათს საღამოს არა! ბრიუსს გუნდის მართვაზე ვესაუბრე. მე მას ვუთხარი, რომ ყველაზე რთული ფეხბურთელთა სათადარიგოში დატოვებაა, ასე რომ მან ამის შესახებ მომცა რჩევა"


manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
5 მაი 2014 20:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ როგორ ბაზრობს რა იმედია მწვრთვნელად თუ არა ასისტენტად მაინც დაიტოვებს გაალი აუ მაგარ ცუდ დღეშია მანჩესტერი ფერგი რას ფიქრობს ნეტა ასე ერთი ხელის მოსმით როგორ დაანგრევინა გუნდი :X
0
№2
ავტორი: Malboro463
5 მაი 2014 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
რა დროს ამის თამაშია ბოლო მატჩში ითამაშოს და თან გაცილებვენ ხალხი

პარკის გაცილება My Webpage
0
№3
ავტორი: Manchester_M
5 მაი 2014 21:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნანი ივენტუსმა იყიდა 5 მილიონადო მართალია ?
0
№4
ავტორი: Red Hooligan
5 მაი 2014 21:46
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Manchester_M,
კი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Jubo
5 მაი 2014 21:53
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
1992 წლიდან მოყოლებული პრემიერ ლიგის ყველა სეზონში აქვს გოლი გატანილი, წლევანდელის გარდა. ერთი თმაში მაინც ჩაატაროს, ეგებ გაიტანოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: RojoDiablo
5 მაი 2014 22:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Middlesbro,
ეს უკანასკნელი საშინაო მატჩია და მაგ პონტში უნდა. გაცილებას სხვის მოედანზე, სენტ მერიზე ხომ არ მოუწყობენ. ტეხავს რა. ჯობია ითამაშოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Malboro463
5 მაი 2014 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
RojoDiablo,
მართალი ხარ. ბოლო მატჩი ოდლ ტრაფორდზე მეგონა
0
№8
ავტორი: RedGirl
6 მაი 2014 00:06
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Jubo,
აუ ხო მაგარი იქნება :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top