თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2014, 17:20
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2570,
კომენტარები: 10
დიდი წმენდა "იუნაიტედში"
რა ბედი ეწევათ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს და რას იზამს ვან გაალი. რას ამბობს პატრის ევრა.
დიდი წმენდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად კარინგტონში შეიკრიბნენ კვირას და პატარა წვეულება გამართეს ბავშვებისთვის. ეს წვეულება რაიან გიგზმა მოაწყო, რადგანაც სულ ცოტა ხანში მას პოსტის დატოვება მოუწევს.

"ჰალ სიტისთან" ჩატარებული მატჩი სამშაბათს იქნება ბოლო გამოჩენა "ოლდ ტრაფორდზე" ამ სეზონში. რამდენიმე საათში კი ლუის ვან გაალს ოფიციალურად წარადგენენ "იუნაიტედის" მენეჯერად.

ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ლუის ვან გაალი, არის სწორედ ის, ვინც "იუნაიტედს" გადაარჩენს.

დიდი წმენდა "იუნაიტედში"

დამარცხებული "წითელი ეშმაკუნები" "ოლდ ტრაფორდზე"


დიდი წმენდა "იუნაიტედში"

გიგზისთვის ყველაფერი თითქმის დასრულდა. ორი თამაშიც და ის დატოვებს პოსტს


ჰოლანდიელი აპირებს რაიანის დატოვებას სამწრთვნელო შტაბში. რასაც ვერ ვიტყვით უამრავ ფეხბურთელზე. ზაფხულში გულშემატკივარი დიდ წმენდას უნდა ელოდოს. ვან გაალი აუცილებლად გაანთავისუფლებს ფეხბურთელებს, რომლებმაც დააღალატეს მოიესი, ან მათ მოუწევთ, რომ დაამტკიცონ რატომ არიან ღირსი "იუნაიტედში" თამაშისა და რატომ იყვნენ ოდესღაც ბოსის პირველი არჩევნები.

მიუხედავად გიგზის პირველივე მატჩში ტრიუმფისა, "იუნაიტედი" საბოლოო ჯამში წლეს საშინელ სეზონს ატარებს. მათ აკლიათ ყველაფერ და ამ ყველაფერში შედის სამწუხაროდ მონდომებაც.

ეშლი იანგს და ნანის უკავშირებენ "იუვენტუსს", ბევრი ლაპარაკი იყო ჩიჩარიტოს გადასვლაზეც, მაგრამ ეს მითქმა-მოთქმა რუნის ტრამვამ დროებით შეწყვიტა. რა შეეხებათ რიო ფერდინანდსა და დარენ ფლეტჩერს, ისინი ნამდვილად შორს არიან საუკეთესო ფორმისგან.

არცერთი მათგანი არ იქნება დაცული ვან გაალის ზედამხედველობის ქვეშ. ჰოლანდიელი მზადაა აიღოს 150 მილიონი ფუნტი და სრულიად გამოიყენოს ეს თანხა რათა არ განადგურდეს სერ ალექს ფერგიუსონის აშენებული იმპერია.

დიდი წმენდა "იუნაიტედში"

ალბათ სულ მალე პორტუგალიელს "იუვენტუსში" ვიხილავთ


პატრის ევრა-კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მომავალი ბურუსითაა მოცული. თუმცა ერთი რამ აშკარაა, პატრის ევრა წელს ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე".

"ეს მხოლოდ მენეჯერის ბრალი არ არის. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თითოეულმა ფეხბურთელმა. იქნება ეს ახალგაზრდა თუ ვეტერანი. ამ წელს მხოლოდ მენეჯერი კი არა ყველა ჩავარდა. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს ყველაფერი კატასტროფაა. ღამის კოშმარი, რომელიც აუცილებლად მალევე უნდა დამთავრდეს და დაავიწყდეს გულშემატკივარს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, დევიდ მოიესის დროსაც. როდესაც მე მასთან ვლაპარაკობდი, მე ვცდილობდი ფებხურთელები მოტივირებულნი გამეხადა, დამელაგებინა სიტუაცია მოედანზე. მე სხვას არავის ვეკითხებოდი რჩევას,"-აცხადებს ევრა.

დიდი წმენდა "იუნაიტედში"

საბოლოო ჯამში პატრის ევრამ განაცხადა, რომ სერ ალექსის გარეშე მას ძალიან გაუჭირდა.


"სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" გული იყო. არავის სძალუძს მისი ასე სწრაფად ჩანაცვლება და ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რთული იქნებოდა, თუმცა არავინ მოელოდა ასეთ სირთულეს. ჩვენ მოცემულ სიტუაციაზე უკეთესად შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება. შეიძლება ვერ მოგვეგო "პრემეირ ლიგა", მაგრამ მოცემული ფეხბურთელებით შეგვეძლო ოთხეულში მოხვედრა. ჩვენ საკმარისად კარგად არ ვითამაშეთ. რამდენიმე სულელურ თამაშში ქულები დავკარგეთ და ეს არის სწორედ ჩვენი ამ პოზიციაზე ყოფნის მიზეზი. მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევაა. მე უბრალოდ ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არასდროს მოკვდება და ზუსტად ვიცი ისიც, რომ აუცილებლად დავბრუნდებით მომავალ წელს,"
-დაასრულა ფრანგმა მარცხენა მცველმა.

DailyMail
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
5 მაი 2014 17:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Movies da van gali da gaaketos Ra sheuzlia
0
№2
ავტორი: Manchester_M
5 მაი 2014 17:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგი ნანი გავუშვით ერთი ვინგერი უეჩველი გვჩირდება ევრა ფერდინანდი და ვიდიჩი თუ წავიდა მინიმუმ 2 მცველი ფლეჩერი კერიკი ვეღარაა ფორმაში ერთი ნახევარ მცველი მინიმუმ რამდენი ტრანსფერი იქნება საჭირო და ამდენი ფეხბურთელზე ლაპარაკიც არაა ჯერ :X
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 მაი 2014 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წმენდა აუცილებელია რა თქმა უნდა და ჩემი აზრით ამ ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა დაგვტოვონ: იანგი, ქლევერლი, ნანი.ასევე ფერდინანდი, ევრა ფლეტჩერი( მიუხედადავად უდიდესი სიყვარულისა და პასტივისცემისა სამივეს მიმართ) გიგგზი დაამთავრებს კარიერას, ვიდიჩი ისედაც მიდის... მოკლედ საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა უნდა დაგვტოვოს და იმედია უკეთესი ფეხბურთელებით გავძლიერდებით.
0
№4
ავტორი: gilmour
5 მაი 2014 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
წმენდა მართლა საჭიროა, გაივსო უკვე გუნდი საშუალო დონის ახალგაზრდებით და გადაბერებული ვეტერანებით, თუმცა წმენდა იმას არ ნიშნავს რომ ვან გაალი 11 კაცს გაუშვებს და 11-ს მოიყვანს. მთავარია რუნისთან არ შეექმნას პრობლემები.
0
№5
ავტორი: Malboro463
5 მაი 2014 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ევროტურნირების გარეშე დარჩა გუნდი და არმაგონია ეგრე ყველა გაყარონ და დიდი ფული დახარჯონ ტრანსფერებში წელს და მომალში შეიძლება
0
№6
ავტორი: GeorgeBest
5 მაი 2014 18:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაყრა კაია მაგრამ წელს ძალიან გაგვიჭირდება ფეხბურთელების დამატება. ჩიჩარიტო მეეჭვება გაუშვან და არც მინდა მაგის წასვლა. ნანი თუ წავა დ აიანგი დარჩება ეგრე ნაღდად არ მინდა :დ ორივემ უნდა დაახვიონ

იმედია 1–2 კარგ ტრანსფერს მაინც გააკეთებენ და პირველ რიგში ცენტრს მიხედავენ. კროოსი, შოუ ჰუმელსი ან მანგალა კარგი იქნებოდა
0
№7
ავტორი: love united
5 მაი 2014 19:25
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დროზე გაუფორმონ ვან გაალს
0
№8
ავტორი: Macklemore
5 მაი 2014 19:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მისცენ ვან გაალს 200 მილიონი და ყველაფერი გამოსწორდება. ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და იცის რა-როგორ უნდა გააკეთოს. მოიყვანონ და მე ბოლომდე ვენდობი მაგ კაცს!
0
№9
ავტორი: nikusha1999
5 მაი 2014 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
უნდა გაუშვან: იანგი,კლევერლი,ჩიჩა,ბუტნერი,ე
0
№10
ავტორი: levanb
5 მაი 2014 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ar vici visi azria, van galis tu direktoratis tu saertod presis pantaziaa, magram vetanxmebi cmenda sachiroa, aucilebelic.am sezonma achvena rom bevri motamashe ar ari saertod manchesteris donis.ar vici ramdenat shesadzlebelia magram chemi azrit gasashvebia ara marto ferdinandi, iangi da nani, aramed davamatebdi amat garda iangs,klaveris, ra kma unda paktiurad casulebi ukve makeda,andersoni. xolo mat agier shevidzinot ramodenime sachiro pexburteli da mivcet shansi axalgazrdebs. dabrundes arendidan paueli, lingardi. meore gundshic arian bevri nichieri bavshvebi.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top