"იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა ბლიც-ინტერვიუ ახალგაზრდა ბელგიელ მცველს მარნეკ ვერმილს.
შენი პირველი საფეხბურთო გუნდი ?
"პეერი". ეს არის ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდი. ქალაქი ძალიან პატარაა.
პირველი საფეხბურთო მატჩი ?
4 წლის ვიყავი. ჩემს ქალაქში ტარდებოდა საფეხბურთო ტურნირები, თუმცა მხოლოდ იმათთვის ვისაც უკვე შეუსრულდა 5 წელი. მე არ შემეძლო მოედანზე გამოსვლა, მაგრამ ერთხელ რაღაც შემომესმა: "ეი ბიჭო, უბრალოდ გადი მოედანზე და გააკეთე ეს".
პირველი კონტრაქტი "იუნაიტედთან" ?
ჰოლანდიის ჩემპიონატში ვთამაშობდი "სტანდარტში", როდესაც უერონ ჯოისმა და ოლე გუნარ სოლსკაიერმა შემამჩნიეს. შემდეგ "იუნაიტედში" მომიწვიეს, სადაც ბევრი ტესტი გავიარე. აქიდან დაიწყო ყველაფერი.
ბავშვობის კუმირი ?
პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. ბავშვობაში ამ ორ ადამიანს ვაღმერთებდი.
შენი ძლიერი მხარეები ?
შემიძლია შეტევაში კარგად ჩართვა. ამის გაკეთება მთელი მატჩის განმავლობაში შემიძლია.
ყველაზე დიდი მიღწევა ?
ბავშვობაში "იუნაიტედში" თამაშზე ვოცნებობდი. როგორც ხედავთ აი აქ ვარ. სწორედ ამას ვთვლი ყველაზე დიდ მიღწევად.
კარიერის გადამწყვეტი ეპოზოდი ამ მომენტისათვის ?
წინა საზეზონო ტურნე და თამაში ინგლისის თასზე "ნიუკასლის" წინააღმდეგ.
რატომ გიყვარს ფეხბურთი ?
ეს ჩემი ჰობია. ფეხბურთით ვცხოვრობ.
რა არ მოგწონს ფეხბურთში ?
არ მომწონს როდესაც ვარჯიშებზე იმდენი ხანი გავარჯიშებენ სანამ ბოლომდე არ დაკარგავ ძალებს. თუმცა ეს თამაშის ნაწილია. ამის გარეშე ვერ გახდები კარგი ფეხბურთელი.
როგორია შენი ამბიციები ?
მსურს განვვითარდე და პირველ გუნდში ვითამაშო.
სიახლეები, სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.