თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2014, 15:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1717,
კომენტარები: 6
გიგზს "იუნაიტედის" შემადგენლობა აკმაყოფილებს
გიგზი "იუნაიტედის" ფეხბურთელებზე და ტრანსფერებზე.
გიგზს
რიო ფერდინანდსა და პატრის ევრას, კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ. ამან ბევრი ჭორი ააგორა იმის შესახებ, თუ სად ითამაშებენ ისინი 2014/15 წლის სეზონში. მატჩის წინ პრესკონფერენციის დროს, გიგზს მოუწია პასუხი გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებისთვის რიოსა და ევრაზე. ისევ არიან თუ არა ისინი საჭირო კლუბისთვის და აპირებს თუ არა რაიანი მათ გამოყენებას დარჩენილ სამ მატჩში.

"დიახ მე ვაპირებ. მათ კლუბს ბევრი რამე მისცეს და ახლაც ფიზიკურად ძლიერები არიან. ამიტომაც მე ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ უნდა ითამაშონ. ეს უნდა გაარკვიონ რიომ, ევრამ და ეს ვუდვარდმა და "იუნაიტედის" მომავალმა მწრთვნელმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ კიდევ შეუძლიათ კლუბისთვის ბევრი რამის შეთავაზება და "მანჩესტერის" დახმარება,"–აცხადებს რაიანი.

ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა მას "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმების შესახებ დაუწყეს გამოკითხვა. წითლების ლეგენდა კი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი შემადგენლობაც კარგ ფორმაშია.

"რასაც მე ამ კლუბში ვხედავ, ეს არის უამრავი შესაძლებლობები. შენ ყოველთვის გაძლიერებაზე ხარ მოტივირებული, არ აქვს მნიშვნელობა ამ მომენტში წარმატებული ხარ თუ არა. თუკი არსებობს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლია შენი წინ წაწევა და გაძლიერება, შენ რათქმაუნდა ეცდები მათ შეძენას."

ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 მაი 2014 15:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევრას გაშვება სისულელე იქნება ჩემი აზრით. წელს საშინელ ფორმაშია და თითქმის ყველამ ათრია მგონი, მაგრამ შემცვლელი არც გვყავს და საერთოდ ჩავარდება მარცხენა ფლანგი. ამ ზაფხულს დავიმატებთ ვინმეს და ევრასაც ექნება სათამაშო დრო. არამგონია გაუშვან
0
№2
ავტორი: RedTeen
3 მაი 2014 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ამათი დაკარგა არ შეიძლება... ((
0
№3
ავტორი: Manchester_M
3 მაი 2014 15:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ევრა მართლაც არაა ჯერ გასაშვები მითუმეტეს შემცვლელი არ არის ნაპოვნი და ფერდინანდი რავი აბა :X
0
№4
ავტორი: Macklemore
3 მაი 2014 16:37
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გიორგი,
შოუ თუ მოვიდა უნდა გავუშვათ ევრა. ბიუტნერი ზამენაზე მაინც ივარგებს და 3 კაცი 1 ფლანგზე ზედმეტია. მარჯვენა ფლანგის მცველიც გვინდა. ეს ვარელა 1ხელ გამოცადონ იქნება ვუნდერკინდია. სმოლინგის ყურება მარჯვნივ არ შემიძლია.
0
№5
ავტორი: red devil
3 მაი 2014 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გიგზი რო დარჩეს მთავარ მწვრთნელად ფეხბურთელებზე აღარ ვიოცნებოთ ფერგის ფილოსოფიას აწვება ეგეც
0
№6
ავტორი: Best 7
3 მაი 2014 17:37
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Unda davtovot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top