"შავი კატები" "ოლდ ტრაფორდზე" კარგი ფორმით ჩადიან. მათ მოახერხეს "სიტისთან" მატჩის ფრედ დასრულება და "ჩელსისა" და "კარდიფის" დამარცხება. ყველამ იცის, რომ ეს მატჩი "წითლებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ სურთ სეზონის ძლიერ ნოტაზე დასრულება.
მაგრამ მიუხედავად "შავი კატების" კარგი ფორმისა, კაგავა თავის თავში დარწმუნებულია და საერთოდ არაფერი არ აშინებს, პირიქით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"სანდერლენდი" ბოლო დროს მართლა კარგ ფორმაშია. შთამბეჭდავია, რომ მათ მოახერხეს "სიტისთან" ფრე, ხოლო "ჩელსისთან" მოგება და თანაც გასვლაზე. ამ კლუბებთან თამაში მართლაც რთულია."
"მიუხედავად მათი პოზიციისა ცხრილში, ისინი კარგ ფორმაში არიან. გარდა ამისა "პრემიერ ლიგაში" დარჩენისთვის იბრძვიან და ჩვენ ვიცით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რაც შეუძლიათ, რათა კიდევ ერთხელ მოიპოვონ გამარჯვება და მიაღწიონ კარგ შედეგს. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ყველამ იცის, რომ გუნდების წინააღმდეგ, რომლისთვისაც მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ყოველთვის რთულია თამაში."
"არც "ნორვიჩთან" მატჩი გახლდათ მარტივი, მაგრამ ჩვენ გავიმარტივეთ ეს მატჩი პირველი გოლის გატანით და შემდეგ შევძელით მუდმივად შეგვეტია. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველი გოლის გატანა. თუ ჩვენ მალევე მოვახერხებთ გოლის გატანას, ყველაფერი გაცილებით უკეთ წავა. პირველი გოლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი ატმოსფერო შეიქმნა და ამან ჩვენ ძალიან გაგვამხნევა."
ეს მატჩი ალბათ ყველას ახსენებს "ლიგის თასიდან" გამოვარდნას "სანდერლენდთან". არც შინჯი არის გამონაკლისი და მას ძალიან უნდა რომ გამოასწოროს წინა მატჩში დაშვებული შეცდომები და მოიპოვონ გამარჯვება:
"ეს საშინელება იყო. ჩვენ გამოვარდით და როგორ? გაფუჭებული პენალტებით. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც გვავალდებულებს მოგებას და მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს დავდებ სტადიონზე, რათა ეს მოხდეს."