იანუზაიმ "მანჩესტერის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, ბელგიელმა გაიხსენა წლევანდელი სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ის დებიუტით ძალიან კმაყოფილია, რადგანაც ადნანმა "შავი კატების" კარი ორჯერ დალაშქრა და დაეხმარა გუნდს სამი ქულის მოპოვებაში.
"ეს ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო დღე იყო. ორი გოლი გავიტანე დებიუტზე. მეორე უფრო რთულად გასატანი ბურთი იყო. მე უბრალოდ დავარტყი და ვიმედოვნე, რომ ბურთი კარში მოთავსდებოდა. მე იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი და ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება მთელი ცხოვრების მანძილზე,"–აცხადებს ბელგიელი.
მაგრამ ამის შემდეგ "იუნაიტედს" რთული პერიოდი დაუდგა. ისინის "ლიგის თასის" ნახევარფინალიდან გამოვარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2-1 იმარჯვეს, ეს არ ყოფნიდათ "წითლებს" და პენალტების სერია გახდა საჭრო. საბოლოო ჯამში, კი "იუნაიტედმა" ფინალის საგზური ვერ მოიპოვა. იანუზაიმ ვერ მოახერხა პენალტის გატანა, ის იმ ოთხი "წითელიდან" ერთ–ერთი იყო ვინც პენალტი გააფუჭა. რათქმაუნდა ამან ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძალიან ცუდად იმოქმედა.
"სანდერლენდთან" წაგება საშინელი მოგონებაა ჩემთვის. ეს ჩემთვის პირველი იმედგაცრუება იყო, მე გავაფუჭე პენალტი და ჩვენ ვერ შევძელით მოგება. ამიტომაც, ეს იყო პირველი ცუდი მოგონება "იუნაიტედთან" დაკავშირებით."
"ვიცი, რომ სხვებმაც გააფუჭეს პენალტები, მაგრამ მე მინდოდა რომ გამეტანა, ძალიან მინდოდა. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ჯერ ძირითადი, შემდეგ დამატებითი დრო, მერე პენალტები... საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ძალიან მძიმე გახლდათ და გრძელი ღამეც გამოვიდა."
"უბრალოდ საშინელი გრძნობა იყო. მაგრამ ამ შეცდომამ საშუალება მომცა რომ რაღაც ახალი მესწავლა. ვიცი, რომ შემდეგში აუცილებლად გავიტან,"–დაასრულა იანუზაიმ.