თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2014, 16:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 11
სორიანო "იუნაიტედს" აფრთხილებს
სორიანო ვან გაალს კარგად იცნობს.
სორიანო
"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ფერან სორიანო თანაქალაქელებს აფრთხილებს, რომ ვან გაალის მოყვანა შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.

როგორც ვიცით "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატი ლუი ვან გაალი გახლავთ. მას "ბარსელონაში" სორიანოსთან ერთად აქვს ნამუშევარი, საიდანაც ფერანი კარგად იცნობს. ამიტომაც იგი თვლის, რომ მის დანიშვნას შესაძლოა პრობლემები მოჰყვეს.

"თუ ცუდად ექცევი ხალხს, ისინი ამას ხვდებიან. ერთხელ შეცდები და ბოლოს მოგიღებენ. ასეთი რამ ბევრ კლუბში მინახავს. ლუი ვან გაალი ძალიან კარგი მწვრთნელი იყო ბევრ კლუბში, მაგრამ მას რთული სტილი აქვს. ასეთი რამ დაემართა "ბარსელონასა" და "ბაიერნშიც"

"რთული ხასიათი აქვს, ხალხს იგი არ მოსწონს, მაგრამ წარმატებას აღწევს. ერთხელ არ გამოგივა გამარჯვება და როცა ეს მოხდება ბრუნდებიან უკმაყოფილოები და შენს განადგურებას ინდომებემ. კინოში ეს ჭრის, ცხოვრებაში არა."

"ფეხბურთში ერთი რამ გავიგე - რთულია ლიდერად ყოფნა. შენ შენი ლიდერობის სტილი გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა ჩამოაყალიბო და არა პირადი ხასიათიდან გამომდინარე. ეს ალოგიკურია."

"ხალხი ფიქრობს, რომ კარგი ლიდერი ისაა, ვინც ხასიათის სიმტკიცეს ფლობს. მე კი ვამბობ, რომ კარგი ლიდერია ის, ვინც გუნდს უსმენს და ესმის და იყენებს ლიდერობის სტილს, რომელიც გუნდს სჭირდება"
- აცხადებს სორიანო Sky Sports - თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
2 მაი 2014 17:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ასეთი პრობლემები თუ შეიქმნება და ლიდერებს ყურადღებას არ მიაქცევს და უთანხმოება მოუვა რათ გვინდა ეგრე
0
№2
ავტორი: gilmour
2 მაი 2014 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აუ ისეთები დაიწერა ამ ვან გაალის ხასიათზე გული გამისკდა:) დატოვეთ გიგზი თუ მაგან ყველა უნდა გაყაროს:)
0
№3
ავტორი: Macklemore
2 მაი 2014 17:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გუნდში მწვრთნელია ბოსი და ის წყვეტს ყველაფერს, ფეხბურთელებიც მას უნდა დაემორჩილონ, მაგრამ იმედია ფეხბურთელების და მწვრთნელის ურთიერთობაში არ შეიქნება პრობლემები. მოიესი ძალიან რბილი ხასიათის იყო და ვან გაალი პირიქით, ალბათ შეჩვევა მოუწევთ ფეხბურთელებს მის ხასიათთან.
0
№4
ავტორი: Manchester_M
2 მაი 2014 17:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
უაზრობაა ეს კომენტარები და საერთოდ კარგია ასეთი ხასიათისაც თუა აი მაგალითან იანგი კლევერლი ამ ორს თუ მართლა ესეთი ხასიათისაა სასტავთანაც არ გააკარებს მაშინ კარგია ის უნდა ათამაშო ვისაც კარგად გამოდის და კარგია თუ ახალგაზრდებს შანს მისცემს :)
0
№5
ავტორი: Lomsa099
2 მაი 2014 17:55
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ვამბობ არაა ესკაცი მანჩესტერისთვის და აჰა გამოჩნდება მომავალში :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№6
ავტორი: love united
2 მაი 2014 18:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ზუსტად ასეთი კაცი გვჭირდება, მოჭიმავს რუნის და სასტავს მოიესისგან განსხვავებით
0
№7
ავტორი: GeorgeBest
2 მაი 2014 20:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმდენი იწერება უკვე ალბათ ვან გაალი მოვა და იმედია დადებს შედეგს იმას რასაც ვითხოვთ

მაგის ხასიათზე საუბრები რომ მიდის რა გიკვირთ, მკაცრი უნდა იყოს აბა ქეთინო მოიესი ისედაც გვყავდა და ხედავდით რა ხდებოდა მოედანზე
0
№8
ავტორი: red devil
2 მაი 2014 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მწვრთნელი მკაცრი უნდა იყოს მაგრამ არა ისეთი რო ფეხბურთელს მასთან მუშაობა შეეზიზღოს.
0
№9
ავტორი: chudikone
3 მაი 2014 00:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფერგი გვენატრები recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: VaRdo
3 მაი 2014 01:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top