Daily Mirror - ის განცხადებით, "მანცესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ ვარჯიში დროზე ადრე დატოვა. მიზეზი ვარჯიშზე მიღებული დაზიანება გახდა.
28 წლის ფეხბურთელი უკვე გაგზავნეს სკანირებაზე, რომელმაც უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად სერიოზულია რუნის ტრავმა. სხვა ინფორმაციის თანახმად კი რუნიმ ვირუსი აქვს, რის გამოც მას უბრძანეს თავი შორს დაეჭირა თანაგუნდელებისგან, რათა ვირუსი არ გავრცელებულიყო.
ასეა თუ ისე "იუნაიტედის" ექიმები დღესვე შეაფასებენ რუნის მდგომარეობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას იქნება თუ არა იგი მზად "სანდერლენდთან" დაპირისპირებისთვის.
იმის გათვალისიწნებით, რომ "იუნაიტედი" უკვე არაფერს წყვეტს ამ სეზონში, შესაძლოა რუნის უფლებa მისცენ მსოფლიო ჩემპიონატამდე დაისვენოს.