რაიან გიგზი და ედ ვუდვორდი ერთმანეთს შეხვდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, რაიან გიგზი ედ ვუდვორდს, "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა და თავისი მომავალი განიხილა.
როგორც ვიცით, გიგზი მოიესის გაშვების შემდეგ დარჩენილ ოთხ მატჩში, რომელთაგან ერთი უკვე ჩაატარა, გაიყვანს გუნდს როგორც მთავარი მწვრთნელი, მაგრამ "იუნაიტედის" ბოსები სულაც არ აპირებენ მის განხილვას მთავარი მწვრთნელობის მუდმივ კანდიდატად.
როგორც Daily Mail იტყობინება, ლუი ვან გაალი მომდევნო კვირაშივე ჩავა მანჩესტერში და "წითელ ეშმაკებთან" სატრანსფერო პოლიტიკას განიხილავს.
"იუნაიტედი" არ აპირებს გიგზის გაშვებას, მაგრამ არც იმას ითხოვს ვან გაალისგან, რომ უელსელი მარჯვენა ხელად დაისვას. სიტუაციიდან გამოსავალი იქნება კიდევ ერთი 12 თვიანი კონტრაქტი, რომელსაც გიგზს შესთავაზებენ, ოღონდ არა მწვრთნელის, არამედ კვლავ მოთამაშის რანგში.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ ერთმანეთს ედ ვუდვორდი და რაიან გიგზი, მაგრამ შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ასევე ხმა გავრცელდა, რომ ვან გაალიც არ იქნება ორიგინალური და მისი სატრანსფერო სამიზნეები იქნებიან ტონი კროოსი, მარკო როისი მატს ჰუმელსთან ერთად და ლიუკ შოუ, რომლისთვისაც "იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის.
fapl.ru