Harry Geaves - რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთად გაემგზავროთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიაში? ფილ ჯონსი - უდიდესი გრძობაა, როდესაც შენი ქვეყნის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობ. ეს ყველა ადამიანის ოცნებაა და ყველაფერს აკეთებენ ამ შანსის გამოყენებისთვის. იმედი მაქვს მეც მათთან ერთად ვიქნები, მაგრამ ვნახოთ რა იქნება მომავალში.
Jenny Rogers - თუ თქვენ შეგეძლებათ მხოლოდ ერთი ალბომის მოსმენის უფლება, რომელს მოუსმენდით? ფილ ჯონსი - რთული კითხვაა. ალბათ დრეიკის პირველ ალბომს. მე მაქვს ეს კონცერტი ლაივში ნანახი და მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
Michael Ntambi - როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მცველის ფუნქციებში? ფილ ჯონსი - ალბათ კონცენტრაცია. შენ გიწევს კონცენტრირებული და მობილიზებული იყო თითოეული მატჩის თითოეულ მომენტშზე.
Simone Adan - საუკეთესო გოლი, რომელიც ვარჯიშზე გინახავთ. ფილ ჯონსი - ძალიან ცოტა მახსენდება, მაგრამ მახსოვს რაიან გიგზის საოცარი აღნიშვნა, როდესაც მან მარცხენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით, თითქმის კუთხურის ხაზიდან მოჭრა ბურთი და გაიტანა. ასევე რუნის რამდენიმე საოცარი გოლი"
Radi Siha - რომელი გოლი აირჩიეთ იუნაიტედის წლის გოლად? ფილ ჯონსი - რა თქმა უნდა უეინ რუნის გატანილი გოლი ვესთ ჰემის კარში.
წყარო:manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.