თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2014, 13:54
ავტორი: Esi,
ნანახია: 1991,
კომენტარები: 9
სტივ მაკლარენი:"ის იდეალურია"
სტივ მაკლარენმა ჰოლანდიელ მწვრთნელზე ისაუბრა...
სტივ მაკლარენი:
ყოფილი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, სტივ მაკლარენმა განაცხადა, რომ ლუის ვან გაალი იდეალური ვარიანტია კლუბისთვის.

"ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას აქვს ყველაფერი, რაც კლუბს სჭირდება. ის ცნობილი ფიგურაა ფეხბურთში. ის ძალიან მოხერხებულია." - განაცხადა სტივმა.

"იცის თუ რა სურს თვითონ. იცის რასაც აკეთებს და ამასთანავე არის ძალიან დისციპლინირებული ადამიანი. ის ნამდვილად წარმატებულია და იცის თუ, როგორ უნდა იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. მას აქვს გამოცდილება ტოპ კლუბში მუშაობისა და ასევე ტოპ ფეხბურთელბთანაც ბევრჯერ უმუშავია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხუთ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული"

"როდესაც მე ჰოლანდიაში ვმუშაობდი, მაშინ ის ალკმაარის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, მე კი ტვენტეს ვწვრთნიდი. მაშინ ვან გაალის კლუბმა ის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ჩემი გუნდი მეორეზე გავიდა."

"მიუხედავად რაიან გიგზის წარმატებული დასაწყისისა, მაინც ვფიქრობ, რომ კლუბი ვან გაალმა უნდა ჩაიბაროს"
- დაასრულა მაკლარენმა.

წყარო:Skysports
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
1 მაი 2014 14:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაროჩე გიგზმა დარჩენილი ეს 2 თამაშიჩ თუ ისე ჩაატარა როგორც წინა ბევრი კითხვისნიშანი გაჩნდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Macklemore
1 მაი 2014 14:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იდეალურია ნამდვილად. მეორე სეზონიც თუ ჩაგვივარდა გუნდი სერიოზულ ზარალს ნახავს. აქციების ფასები დაეცება და ა.შ. ასერომ არუნდა დავუშვათ მეორე სეზონის ჩავარდნა. გიგზი სამომავლო პერსპექტივაა და ეგრევე მოედნიდან გამოსული კაცი ვერ ჩაუდგება ამხელა კლუბს სათავეში. გასაგებია რო ფერგისთან ერთად იყო 20 წელი, მაგრამ სამწვრთნელო გამოცდილება სულ სხვაა და ჩემი აზრით, გიგზი არაა ამისთვის მზად. ვან გაალი საუკეთესო ვარიანტია. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია მომავალ სეზონში მინიმუმ ლიგაზე გაგვიყვანოს.
0
№3
ავტორი: Manchester_M
1 მაი 2014 15:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამას თU მოიყვანენ იმედია გიგზს არ გაუშვებენ სართოდ და არ ჩამოაშორებენ კლუბს :X
0
№4
ავტორი: buka oboladze
1 მაი 2014 16:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გიგზი უნდა დარჩეს !!!
0
№5
ავტორი: ლადო
1 მაი 2014 16:54
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ძალიან ადრეა გიგზისთვის მანჩეს ჩაბარება...ვფიქრობ ერთი ხუთი წელი გიგზმა რომელიმე გუნდი უნდა გაწვრთნას, რომ გამოცდილება მიიღოს და შემდეგ მოვიდეს მანჩეში...ასე რომ ვან გაალი იდეალური ვარიანტია ამ მდგომარეობაში...
0
№6
ავტორი: love united
1 მაი 2014 17:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართლა იდეალური ვარიანტია ვან გაალი
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
1 მაი 2014 17:56
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მე მაინც მგონია რო გიგზს უნდა აცადონ. დააკვირდნენ ეს 2 თამაში. სამწვრთნელო გამოცდილება არ ნიშნავს იმას რო კაი მწვრთნელი ხარ. მანჩინისას აქ მრავალ წლიანი გამოცდილება,მარა არველლაძის ქასიმფაშავ 4-0 გადაუარა. მაგას ნუ იტყვით. კაცმა 26 წელი ფერგის ეპოქაში გაატარა. ყველა დეტალი იცის, იცის ფერგი როგორ ამზადებდა გუნდს ფსიქოლოგიურად. იცის რომელი ფეხბურთელი როდის უნდა შეიყვანოს მოედანზე. და ყველაზე კარგად იცის ფეხბურთელების შესაძლებლობები და კლასი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გიგზი არის იდეალური ვარიანტი. რადგან ფერგის ხედვას და ტაქტიკას გააგრძელებს და არა რამე ახალის შემოტანას დაიწყებს. რაც მოიესმა გააკეთა და დაღუპა გუნდი კინაღამ. ამ მანჩესტერს დაუმატა 2-3 ტოპ კლასის ფეხბურთელი და ფერგის გენიალური ტაქტიკა და რეებს იზავენ. იფრენენ.
0
№8
ავტორი: RedGirl
1 მაი 2014 21:26
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ყველგან ამას ვწერ დავიღალე უკვე :დ მოვა და დათანხმდეს გიგზის ასისტენტობას თუ არადა არაფერში გვჭირდება სამი ოთხი წლისთვის !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: RedTeen
1 მაი 2014 21:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ვნახოთ დანარჩენ ტამაშებს როგორ ჩაატარებს გიგზი... ნაჩქარევად ნურაფერს გადაწყეტავენ... თუ გიგზი მოიგებს თამაშებს დიდი შანსია რომ მინიმუმ ერთი წელი მაინც მისცენ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top