ესპანელი მეკარე "წითლებს" "ატლეტიკოდან" შეუერთდა 2011 წლის ივნისში. ახალგაზრდა მეკარეს ბევრი რამის გადატანა მოუწია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო კრიტიკის ობიექტი, მაგრამ დევიდმა დაამტკიცა, რომ ის ღირსია "იუნაიტედში" თამაშისა და იყოს "მანჩესტერის" პირველი არჩევანი.
23 წლის მეკარემ შეძლო მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოგება. მას დიდი წვლილი მიუძღვის საკუთარი კლუბის მეოთხედფინალში გასვლაში, რადგანაც ორმაგი საოცარი სეივით იხსნა თავისი კლუბი "ოლდ ტრაფორდზე", მანამ სანამ რობინ ვან პერსიმ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.
ამასობაში კი, კოული ფიქრობს, რომ დევიდ დე ხეა სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ღირსია სერ მეტ ბასბის პრიზის მოგებისა და წლის ფებხურთელის წოდების მოპოვებისა.
"როდესაც დევიდი პირველად წარდგა "იუნაიტედის" მაისურით, მედიამ საოცარი ზეწოლა მოახდინა მასზე და მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო. ის ახალგაზრდა მეკარე იყო, მასში ფული იყო გადახდილი და "ატლეტიკოდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, ეს მოგეხსენებათ, ძალიან რთული იქნებოდა,"–წერს კოული.
"აქ განსხვავებული კულტურაა, განსხვავებული ლიგაა, განსხვავებული ფეხბურთის სტილია. ეს რთული იყო მისთვის. მაგრამ იმ პირველ, რთულ სეზონშიც კი, ის ჩემი აზრით სრულიად ფენომენალური იყო. მან "იუნაიტედი" საკმარისზე მეტჯერ გადაარჩინა, როგორც ამ, ისე გასულ სეზონში."
"მისი სეივები "ოლიმპიაკოსსა" და "სანდერლენდთან" მართლა გასაოცარი იყო, მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ის ამგვარ სეივებს ყოველკვირეულად აკეთებს. ეს არის ზუსტად მისი განვითარების გზა, ჩვენ კარგად დავინახეთ დევიდის ხასიათი, როცა მან გადაიტანა ის მძიმე პერიოდი და მან ნამდვილად დაიმსახურა ჩვენგან მხარდაჭერა."
"მას სწორედ ისეთი ხასიათები აქვს, როგორიც "იუნაიეტდის" ფეხბურთელს შეეფერება; ამ კლუბში ბევრი რამ ხდება, ბევრი ფეხბურთელი უძლებს ამას, ბევრი კი ვერა, მაგრამ დე ხეამ ეს ყველაფერი შეძლო, მან მაღალ საფეხურზე დადგა ფეხი, ყოველდღიურად უმჯობესდება და დაგვანახა, რომ ის ფანტასტიური ფეხბურთელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, მე სწორედ მას ვაძლევ ჩემს ხმას,"-დაასრულა კოულმა.