"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწრთვნელო შტაბის ყოფილი წევრი სტივ მაკლარენს სჯერა, რომ ლუის ვან გაალი შესანიშნავი კანდიდატურა იქნება "წითლების" მთავარი მწრთვნელის პოსტისთვის.
"ეჭვგარეშეა, რომ მას აქვს ის, რაც ყოველთვის იქცევს ყურადღებას. მას კარგი რეპუტაცია აქვს. გარდა ამისა ის ძალია გულღია და პირდაპირია,"-აცხადებს სტივი.
"მან იცის რა სურს. იცის რას აკეთებს და არის ძალიან დისციპლინებული. ის იმ ხასიათის ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ერთდროულად სძულთ კიდეც და უყვართ კიდეც. ვან გაალი ძალიან წარმატებულია, მას გამარჯვება მოაქვს კლუბებისთვის და ძალიან გამოცდილიც არის. მას ასევე შეუძლია, რომ გუნდში დაალაგოს სიტუაცია, მოიწვიოს ტოპ კლასის ფეხბურთელები. საბოლოო ჯამში, ის სრულყოფილი მწრთვნელია და ევროპის ნებისმიერ მაღალი დონის გუნდს თავისუფლად გაუძღვება."
მიუხედავად იმისა, რომ რაიან გიგზმა "ნორვიჩი" საკუთარ სტადიონზე ოთხი ბურთი სხვაობით დაამარცხა, ლუის ვან გაალი ისევ რჩება "იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის მთავარ პრეტენდენტად.